kids.ge logo

ვაშლის ხე

ფავორიტებში დამატება

ჩვენს ვაშ−ლის ხეს თოვ−ლის ფიფქ−მა
თეთ−რი კა−ბა მო−უ−ქარ−გა,
გულ−ში ფიქრობ:ასეთ კა−ბას
ცის ფე−რი−ა მო−უ−ტან−და.

სი−ლა−მა−ზით კოპ−წი−ა−ობს,
თით−ქოს სძინავს,სიზმრებს იხ−ვევს,
ფერად-ფერად სამ−ყა−რო−ში
ნა−ვარ−დო−ბით ღა−მეს ი−თევს.

აბა,როგორ გა−ა−ტა−როს,
გრძელი,გრძელი ზამთ−რის ღა−მე?
თუ სიზმ−რებ−ში არ გა−ერ−თო,
არ ეს−ტუმ−რა ვარსკვ−ლავს ცა−ზე.

რო−ცა მო−ვა გა−ზა−ფხუ−ლი,
თეთრ ყვა−ვი−ლებს გა−მო−ის−ხამს,
სიყ−ვა−რულს და აღ−ტა−ცე−ბას
ჩვენს საც−ქერ−ლად გა−მო−ი−ტანს.

უ−ყუ−რებ და ყვა−ვი−ლე−ბის
სი−ლა−მა−ზით ი−ხიბ−ლე−ბი,
მზის სხი−ვებ−ში გახ−ვე−უ−ლი,
ხე რას ფიქ−რობს მა−საც ხვდე−ბი.

მე−რე მო−დის სას−წა−უ−ლი,
ყვა−ვი−ლე−ბი რომ გაქ−რე−ბა,
მათ ად−გილ−ზე ბავს−ვე−ბისთ−ვის
გემ−რი−ე−ლი ვაშ−ლი ჩნდე−ბა.

ჩვენს ვაშ−ლის ხეს მზე დაჰ−ნა−თის,
სი−ო ნა−ზად ე−ფე−რე−ბა,
ბავშ−ვე−ბისთ−ვის სიყ−ვა−რუ−ლი,
სიტკ−ბო−ე−ბა ე−მე−ტე−ბა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კამათი(შემოდის სანდრო ბურთით ხელში) -ეხ,რა კარგად ვითამაშე, ვბურთაობ და დავხტუნავ, არც ლექსების სწავლა უნდა, არ...ჩემი მეგობარი გაზაფხულიგაზაფხული სიყვარულით, ყვავილებით ირთვება, იკაზმება მზის ნათელით, იღვენთება სიმღერად. იპრანჭება შესახვედრა...მომავალი შენიაგმირად გაგზარდოს უფალმა, დღეს პაწაწინა ქართველო, „ხვალე“შენია იცოდე, რომ ასახელო სამშობლო. დამარცხდი?ნუ შ...ქარიქარი ცელქობს, დახარხარებს, არე-მარეს ახმიანებს, ბალახ-ბულახს ეფერება, ფოთლებს ცაში აფრიალებს. მოსვენება ა...შემოდგომა მობრძანდამზეს ნათება მოაკლდა და ქარმა ქროლვას უმატა, სუსხმა თვალი დააჭყიტა, დროს კარებზე მოადგა. სითბოს ცრემლი მოე...

ნახატი ლექსები

ლექსზე „ვაშლის ხე“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026