kids.ge logo

ცივი გაზაფხული

ფავორიტებში დამატება

გაზაფხულს აკლია სითბო,
ბავშვები ფანჯრებთან დგანან,
წვიმის გადაღებას ითხოვს,
ლეკვი რომ წკმუტუნებს კართან.
ვერ გაშალა კვირტი,
ყინვა არ აძლევს ნებას,
მზეო სადა ხარ, მიკვირს,
ყინული ვეღარ დნება.
აპრილი ქარებს მიაქვთ,
წვიმები თქეშად მოდის
და ვეღარ ვუძლებ უკვე,
თბილი დღების ლოდინს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026