kids.ge logo

დედის თვე

ფავორიტებში დამატება

მარტი კაბას იკერავსო,
ბებომ გუშინ მასწავლა,
ცისარტყელა შვიდფერაა,
მზე კი თურმე - ცხრათვალა.

მარტს დედის თვეს ეძახიან,
ით მოსართავს,
ენძელებს და ყოჩივარდებს
გაზაფხულად მონათლავს.

ფერად ფანქრებს მოვიმარჯვებ,
მეც დავხატავ გაზაფხულს,
ჩემს დედიკოს მივულოცავ
თას, ათას სიხარულს.

მარტის თვე ხომ დედასია,
მე ვაჩუქებ დანარჩენს,
სხივი ფერებს ჩამომაწვდის
ნახატისთვის ასარჩევს.

სიყვარულით ვაფერადებ,
ცისარტყელას, შვიდფერას,
როცა დედა ჩემთან არის
მაშინ მინდა სიმღერაც...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ტასო ვარ თუ პეპი?!პეპის თუ მეძახიან, ტასო რაღას დამარქვეს, დოლს ნუ უბრახუნებო, ჰოდა, ლამის წამართვეს. რომ იცოდეთ, ეს დოლი გ...მეკვლე ვარ!..თოვლი მოსულა ქათქათა, მთა-ბარი დაუბარდნია, მეკვლე ვარ, - ვარსკვლავბიჭუნა, ახალი წელიწადია! ციდან ეშვება ფ...მოხერხებული ანდრიავარსკვლავებს ითვლის ანდრია, მთვარე არიგებს მაღლიდან: - სუყველას როგორ დაითვლი, ბევრნი არიან ძალიან. - ჰოდ...პატარა მათემატიკოსიანგარიშობ მთელი დღე, სულ ციფრები, ციფრები, პასუხს ეძებ? ნუ დარდობ, დაიხმარე ჩხირები, ვაშლები და კაკლები, ...რეზის ლექსიგაზაფხული დადგაო, აყვავილდა იაო, თვლა ვისწავლე ათამდე, მიცნობთ? რეზი მქვიაო... ამ ლექსებს მასწავლიან, მე ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026