kids.ge logo

ბებია

ციკლიდან „ამბები დაუვიწყარ ამბებზე“

ფავორიტებში დამატება

მთელი ღამე თოვდა. დილით ადრე ადგა ბებია და ღუმელში ცეცხლი დაანთო. ნახევარ საათში ჩვენი პატარა ოთახი, მწვანედ შეღებილი და დიდფანჯრიანი ისე გაამხიარულა სითბომ საწოლიდან გადმოვძვერი და საუზმეს მივუჯექი, რომელიც სკამზე გადაფარებულ ტილოზე დამხვდა გაშლილი. პატარა ტაფას სახურავი ავხარე, ბებოს კვერცხი შეეწვა.

არ ვიცი როგორ ახერხებდა ბებია კვერცხის ისე შეწვას, რომ კულინარიის შედევრს ჰგავდა. პატარა და მაღალკედლებიანი ტაფა პირამდე იყო სავსე მზისფერი კვერცხით.

შემწვარი მზის დისკო მე და ბებომ შუაში გავინაწილეთ.

- გემრიელია, შემწვარი კვერცხი კი არ მიყვარს, მაგრამ შენი ხელებით გაკეთებული სხვანაირია -ვუთხარი, როცა ჩანგლით პირველ ლუკმას გავუსინჯე გემო.

- რას ქვია ბები კვერხი არ გიყვარს, ამაში კალცია. ძვლები დაგისუსტდება ამას თუ არ შეჭამ, - გამკიცხა ბებიაჩემმა.

მეც, წაქეზების წყალობით, სიამოვნებით მოვასუფთავე მორთმეული ულუფა და კმაყოფილმა მოვათვალიერე ოთახი.

კართან, უტარო ცული დავინახე, სიძველისაგან ნასვრეტები გასჩენობა.

- ბებო ეს რად გინდა, საიდან მოიტანე?

- ვიყიდე ბებო. ამ დილას გურამია სალუქვაძემ ჩამეიარა, მისგან ვიყიდე.

- მერე ამ ცულში გადაიხადე ფული?! -სიცილით ვკითხე მე.

- მაგენს ბებია ისე უჭირთ, იქნება ბაღნები მშიერიც კი ყავს. ამ საშინელ თოვაში ცულის გასაყიდად გამევიდოდა გარეთ დაპურებული ოჯახის მამა? ფული ისე რომ მიმეცა არ გამომართმევდა, ხოდა ქე ვიყიდე მაგ ცული, ეგდოს მაქანე, მერე სარაიაში წევიღებ.

ბებიასთვის სხვა აღარაფერი მიკითხავს, რაღაცნაირი განცდით შეპყრობილმა მწვანე, პატრა ოთახის დალაგება დავიწყე.

ბებიამ ცული სარაიაში წაიღო.

გარეთ კი ისევ თოვდა...

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 6–14
ოპტიმალური ასაკი: 8–12

სხვა მოთხრობები

ვინ შეაგროვა პაპიროსის ნამწვები?

ყველამ იცის, რომ ბავშვებს შეგროვება უყვართ. ზოგი რას აგროვებს და ზოგი-რას. პატარაობისას თათოსაც იტაცებდა ეს საქმიანობა, მაგრამ უცნაური თვისება ჰქონდა, პაპიროსის...

არადა, სამყარო ჩქარა ბრუნავს!

ბავშვობა სავსეა მძაფრი შეგრძნებებით. მახსოვს პირველი შეხება საწიგნესთან, რომელიც ყავისფერი იყო და ლომი ეხატა. მახსოვს ფანქრების სათლელი „რაკეტა“, რომელიც ახლაც ...

ხარახურა

სოფოს და თათოს ბევრი სათამაშო აქვთ, მაგრამ, ალბათ დამეთანხმებით, რომ პატარებს გასართობად სათამაშოებზე მეტად შთაგონება სჭირდებათ.  ასეთ დროს სოფლად მცხოვრე...

ბაბუა

- ბაბუა, წყალი მომიტანე ერთი, შენს გაზრდა-გახარებას მომასწრებს ღმერთი! -მთხოვა ბოსტნიდან ახალგადმოსულმა, ჟამთა სიმრავლისაგან დაუძლურებულმა და თოვლის კაცივით თმა...

ჩურჩხელების უცნაური თავგადასავალი

შემოდგომის მიწურულს დიდ სასტუმრო ოთხაში ბუხარი ინთებოდა და ჩურჩხელების ამოვლების დრო დგებოდა. თხილის დამტვრევისა და დათეთრების ხანგრძლივ პროცესში სოფო და თათო მ...

მასწავლებლობანა

მე და მაკომ გუშინ, 7 ივნისს, მოვილაპარაკეთ, რომ ხვალ დილით მასწავლებლობანა ვითამაშოთ. 8 ივნისს, დილის 8 საათზე გავიღვიძე, უზარმზარ ბადურაში ჩავალაგე წუხელ მომზა...

ბებია

მთელი ღამე თოვდა. დილით ადრე ადგა ბებია და ღუმელში ცეცხლი დაანთო. ნახევარ საათში ჩვენი პატარა ოთახი, მწვანედ შეღებილი და დიდფანჯრიანი ისე გაამხიარულა სითბომ საწ...

ამბავი წიგნებზე

ერთხელ დასურათებული წიგნები გვაჩუქეს. მაგიდაზე დალაგებულ წიგნებს შორის არჩევანი პირველად სოფომ გააკეთა და ის წიგნი აიღო, რომელსაც მხიარული და ფერადი გარეკანი ჰქ...

დაბრუნება

ამ ბოლო დროს ხშირად მესიზმრება მშობლიური სოფელი. ცხრათვალა მზით გაბრწყინებული ხეივანი, რომელიც ჩემს ეზოსა და ერთი საუკუნის წინათ გარდაცვლილი, ჩემთვის უცნობი, პო...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: სამადალაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

შეიმუშავეთ დამამშვიდებელი სათამაშოები

შეარჩიეთ სათამაშოები, რომლებიც დაეხმარება ბავშვს დამშვიდებაში.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026