kids.ge logo

ვინ შეაგროვა პაპიროსის ნამწვები?

ფავორიტებში დამატება

ყველამ იცის, რომ ბავშვებს შეგროვება უყვართ. ზოგი რას აგროვებს და ზოგი-რას. პატარაობისას თათოსაც იტაცებდა ეს საქმიანობა, მაგრამ უცნაური თვისება ჰქონდა, პაპიროსის ნამწვებს აგროვებდა. დილიდან დაღამებამდე იჯდა კიბის საფეხურზე, რომელიც ჭიშკართან ახლოს იყო და გამვლელ-გამომვლელ მწეველებს აკვირდებოდა. 

შებინდებისას, როცა მთვარე სახლის ჩრდილს ეზოს სიღრმისკენ წაარგრძელებდა, ჟანგიან კოლოფს, რომელიც ნადავლის შესაგროვებლად ჰქონდა გამოყოფილი, შემოხვევდა მკლავებს და სახლის საწვიმარ არხს მიაშურებდა, რომელიც ოდის უკან ღრმა და იდუმალი იყო. ჩაძვრებოდა არხში და ნადავლით კმაყოფილი იწყებდა დიდი და პატარა ნამწვების გადარჩევას. მერე ჟაკეტის პატარა ჯიბიდან ამოიღებდა ასანთის კოლოფს და ცდილობდა დღის ნადავლიდან გამორჩეული ყველაზე დიდი ნამწვის მოკიდებას. ამ დროს 5 თუ 6 წლისა იყო და, რა თქმა უნდა, თვალსმოფარებულს მარტივად მოისაკლისებდნენ ხოლმე. 

როგორც გითხარით, საიმედო სამალავი ჰქონდა, მაგრამ საქმეს თავის კორტოხზე შეკრული ორი კიკინა ურთულებდა. მოკიდების მცდელობისას თავს რომ აქიცინებდა, მარტივი შესამჩნევი იყო. სწორედ ამიტომ წამოადგებოდა თავს უშველებელი ჩრდილი და მიყრუებული სანგრიდან ამოათრევდა– სანგრიდან, რომელსაც ნესტისა და ტალახის სუნი ასდიოდა.

–რას აკეთებ აქ?–ჰკითხავდა დედა.

–ვიმალები–პასუხობდა თათო.

–რატომ იმალები? –შეუბრუნებდა კითხვას დედა.

–იმიტომ რომ განძი მაქვს, რომელიც შეიძლება სხვასაც მოეწონს.

დედა გახსნიდა თათოს განძის ზარდახშას, მისთვის ასეთი ძვირფასი რომ იყო, დედასთვის კი ნაგვისა და დარდუბალას ყუთი და ცოტა ხანს ჩუმად დასცქეროდა, მერე ნამწვებს ბუხარში შეყრიდა, სადაც მოტკრციალე ნაკვერჩხლები თათოს საგანძურს წამში ანადგურებდა, მერე ტირილით გულამომჯდარ თათოს ეტყოდა: 

–თათო, ქვეყნად ბევრი მშვენიერი რამ შეიძლება შეაგროვო და ნამდვილ განძად აქციო, რომელიც სხვა ადამიანებსაც მოუტანს სიხარულს. დაფიქრდი, იქნებ რამე მოიგონო! 

ბევრს ფიქრობდა თათო ამ შესაძლებლობაზე და ერთხელაც გადაწყვიტა, სხვა ადამიანების გასაბედნიერებლად საინტერესო ამბების შეგროვება დაეწყო, რომლებსაც ოდესმე მოთხრობებად და ლექსებად გაუზიარებდა ამგვარი თაგვადასავლების მოყვარულ პატარებს.

 

---

მხატვარი: ეკატერინე გაგნიძე

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

დაბრუნება

ამ ბოლო დროს ხშირად მესიზმრება მშობლიური სოფელი. ცხრათვალა მზით გაბრწყინებული ხეივანი, რომელიც ჩემს ეზოსა და ერთი საუკუნის წინათ გარდაცვლილი, ჩემთვის უცნობი, პო...

ბაბუა

- ბაბუა, წყალი მომიტანე ერთი, შენს გაზრდა-გახარებას მომასწრებს ღმერთი! -მთხოვა ბოსტნიდან ახალგადმოსულმა, ჟამთა სიმრავლისაგან დაუძლურებულმა და თოვლის კაცივით თმა...

მასწავლებლობანა

მე და მაკომ გუშინ, 7 ივნისს, მოვილაპარაკეთ, რომ ხვალ დილით მასწავლებლობანა ვითამაშოთ. 8 ივნისს, დილის 8 საათზე გავიღვიძე, უზარმზარ ბადურაში ჩავალაგე წუხელ მომზა...

ვინ შეაგროვა პაპიროსის ნამწვები?

ყველამ იცის, რომ ბავშვებს შეგროვება უყვართ. ზოგი რას აგროვებს და ზოგი-რას. პატარაობისას თათოსაც იტაცებდა ეს საქმიანობა, მაგრამ უცნაური თვისება ჰქონდა, პაპიროსის...

არადა, სამყარო ჩქარა ბრუნავს!

ბავშვობა სავსეა მძაფრი შეგრძნებებით. მახსოვს პირველი შეხება საწიგნესთან, რომელიც ყავისფერი იყო და ლომი ეხატა. მახსოვს ფანქრების სათლელი „რაკეტა“, რომელიც ახლაც ...

ბებია

მთელი ღამე თოვდა. დილით ადრე ადგა ბებია და ღუმელში ცეცხლი დაანთო. ნახევარ საათში ჩვენი პატარა ოთახი, მწვანედ შეღებილი და დიდფანჯრიანი ისე გაამხიარულა სითბომ საწ...

ხარახურა

სოფოს და თათოს ბევრი სათამაშო აქვთ, მაგრამ, ალბათ დამეთანხმებით, რომ პატარებს გასართობად სათამაშოებზე მეტად შთაგონება სჭირდებათ.  ასეთ დროს სოფლად მცხოვრე...

ამბავი წიგნებზე

ერთხელ დასურათებული წიგნები გვაჩუქეს. მაგიდაზე დალაგებულ წიგნებს შორის არჩევანი პირველად სოფომ გააკეთა და ის წიგნი აიღო, რომელსაც მხიარული და ფერადი გარეკანი ჰქ...

ჩურჩხელების უცნაური თავგადასავალი

შემოდგომის მიწურულს დიდ სასტუმრო ოთხაში ბუხარი ინთებოდა და ჩურჩხელების ამოვლების დრო დგებოდა. თხილის დამტვრევისა და დათეთრების ხანგრძლივ პროცესში სოფო და თათო მ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ბერძენიშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

თამაში - პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარება

თამაშის დროს ბავშვები სწავლობენ პრობლემების გადაჭრას, გადაწყვეტილების მიღებას და სტრატეგიულ აზროვნებას.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026