შემოდგომის მიწურულს დიდ სასტუმრო ოთხაში ბუხარი ინთებოდა და ჩურჩხელების ამოვლების დრო დგებოდა. თხილის დამტვრევისა და დათეთრების ხანგრძლივ პროცესში სოფო და თათო მთელი გულით იყვნენ ჩართულნი. ყოველი წლის 25 ნოემბერს უზარმაზარ კარდალში დუღდებოდა თათარა– ტკბილი და გემრიელი.
ჩურჩხელების ამოვლება სახალისო ამბავია. ბავშვებს ამ თავგადასავალში მონაწილეობა იმიტომ უხარიათ, რომ ტკბილეულის დაგემოვნების მოლოდინი აქვთ, მაგრამ თუ ეს მოლოდინი გაჭიანურდა, ვფიქრობ, ვერც ერთი ბავშვი ვერ გაუძლებს ცდუნებას. სწორედ ასე მოხდა იმ წელს.
ჩურჩხელები ამოავლეს, წინსაფრები მოიხსნეს და დასასაძინელად დაწვნენ. ძილის წინ სოფომ დედას ჰკითხა:
–დედა, რამდენი დღე დასჭირდება ჩურჩხელების გაშრობას?
– თუ პირობებს შევუქმნით და მოვუვლით, მალე გაშრება–უპასუხა დედამ.
– კარგი, მოვუვლით!- თქვა სოფომ და კედლის მხარეს გადაბრუბდა, საბანიც გვარიანად ამოიკეცა.
26 ნოემბრის დილიდან შეუდგნენ გოგონები ჩურჩხელებზე ზრუნვას, რომლებიც უკვე ბუხრის თავზე ჭერში გამოეკიდა მამას. სოფო და თათო ცეცხლს განელების საშუალებას არ აძლევდნენ, იმ იმედით, რომ თბილ ოთახში ადრე დადგებოდა სასურველი შედეგი. ასე ითმინეს 10 დეკემბრამდე.
10 დეკემბერს გოგონები საძინებელი ოთახიდან სასტუმრო ოთახში რომ ჩავიდნენ, ჩურჩხელები აღარ დახვდათ.
–სად არის ჩურჩხელები?–იკითხა თათომ.
– სხვენში ავიტანეთ, იქ უკეთ გაშრება–უპასუხა დედამ.
ტკბილეულის სხვენში გადასახლების ამბავმა დებს ეჭვი გაუჩინა, რომ ეს უბრალო მიზეზით არ მომხდარა და როგორც კი სახლში მარტონი დარჩნენ, სხვენს მიაშიურეს. დაინახეს, რომ ჩურჩხელები გამშრალა. დედას ერთად აუკინძავს და სახლის სახურავის საყრდენ ბოძზე ჩამოუკიდია.
რას იზამდით, სანუკვარი ტკბილეული ძალიან მაღლა რომ დაემალათ თქვენთვის?
ბევრი იფიქრეს. რა გზა და ხერხი არ სცადეს, მაგრამ ყველა მცდელობა ფუჭი გამოდგა.
დიდი წვალების შემდეგ სოფომ თათოს უთხრა:
–ჩავალ, ფისოს მოვძებნი და მოვიყვან.
– ფისო რად გინდა?–ჰკითხა თათომ.
– ბასრი ბრჭყალები აქვს და თუ ჩურჩხელებს მისწვდება, რამდენიმეს აუცლებლად ჩამოწყვეტს.
– მოიყვანე!–თვალები გაუბრწყინდა თათოს.
სოფო სასტუმრო ოთხახში ჩავიდა. საქანელა სავარძელში, ბალიშზე მოკალათებულ მთვლემარე ფისოს ხელი თავზე გადაუსვა და უთხრა:
–აბა, წავიდეთ, შენი დახმარება გვჭირდება!
ფისომ მიაუო დაკნავლა. სოფო ვერ მიხვდა, ეს კითხა იყო, თუ უკმაყოფილების გამომხატველი შორისდებული, თუმცა მისთვის ამას მნიშვნელობა სულაც არ ქონდა, კატა იღლიაში ამოიჩარა და სხვენის კიბეზე ფრთხილად დაიწყო ასვლა.
ერთი, ორი, სამი...
თათომ სოფო აიყვანა, სოფომ –ფისო. ფისომ თავისი კლაჭები მოუცაცუნა ჩურჩხელებს, მაგრამ რას მოერეოდა ათი ნომერი კოჭის ძაფს, რომელიც ჩურჩხელების ასაცმელად იყო განკუთვნილი...
სოფომ ფისო იატაკზე დასვა. კატამ კიდევ ერთხელ, ამჯერად უკმაყოფილოდ, დაიჭყავლა, მიაუუუ და სხვენის კიბეზე დაეშვა.
გოგონებმა ბოლოს საოჯახო ნივთებში აღმოაჩინეს ხილის საკრეფი გრძელი ჯოხი, რომელსაც ტილოს ხურჯინი ჰქონდა გამობმული და სპეციალური ბასრი გორგოლაჭების საშუალებით მარტივად ჭრიდა ყუნწებს.
– აი, ამ საკრეფელათი ჩამოვყაროთ!–შესძახა სოფომ.
– ყოჩაღ, გონიერი ხარ!–შეაქო და თათომ.
გოგონებმა ხილის საკრეფი ჯოხით ჩამოკრიფეს ჩურჩხელები და მოწნულ კალათში ჩაალაგეს, ტილო გადააფარეს და კალათი თავიანთ საძინელებლ ოთახში ტანსაცმლის კარადაში დამალეს.
სადილობისას დედამ თქვა:
– ჩვენი ჩურჩხელები მალე გაშრება და ახალ წლამდე აუცილებლად გაჭმევთო.
სოფომ და თათომ ერთმანეთს გადახედეს. წვნიანი კერძით სავსე ჯამები უხალისოდ, თუმცა უსიტყვოდ ამოაშრეს და სათამაშოდ წავიდნენ.
---
მხატვარი: ეკატერინე გაგნიძე
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
ითამაშეთ თქვენს შვილებთან ერთად
დაე მათ აირჩიონ აქტივობა და არ ინერვიულოთ წესებზე. უბრალოდ აჰყევით მათ და გაერთეთ. ესაა თამაშის არსი.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო