kids.ge logo

მასწავლებლობანა

ფავორიტებში დამატება

მე და მაკომ გუშინ, 7 ივნისს, მოვილაპარაკეთ, რომ ხვალ დილით მასწავლებლობანა ვითამაშოთ. 8 ივნისს, დილის 8 საათზე გავიღვიძე, უზარმზარ ბადურაში ჩავალაგე წუხელ მომზადებული მოსწავლეთა სიები (რა თქმა უნდა, შიგ ჩემი თანაკლასელების გვარები ჩავწერე), შეფასების ფურცლები, მომდვნო დღეებში ჩასატარებელი გაკვეთილების გეგმები და მაკოსთან წავედი.

სამასწავლებლო გურული ბეღელის მოაჯირიან მცირე აივანზე მოვაწყვეთ, სადაც მონაცვლეობით ვსხდებოდით მაკოს ბებიას მწყობრიდან გამოსულ საბეჭდ მანქანასთან, რომელიც სამსახურიდან გასართობად მოგვიტანა და გვითრა: აქით -იქით დრიგისნს მოეშვით და რამე ისეთი ითამაშეთ, რასაც ცხოვრებაში გამოიყენებთო. ბევრი ვიფიქრეთ მე და მაკომ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ისეთი გასართობი, რომელსაც წარმატების მოტანა და ბავშვის გართობა ერთდროულად შეუძლია და გუშინ მოვიფიქრეთ, რომ ეს მასწავლებლობანაა.

- წარმოგიდგენია, რამდენ ადამიანს დავეხმარებით, რომელსაც წერა-კითხვის, ან ანგარიშის დასწავლა სურს?! - ვუთხარი მაკოს.
- მართლაც, მოდი მოვაწყოთ სამასწავლებლო და გავინაწილოთ საქმე- მითხრა იდეით აღფრთოვანებულმა მაკომ.
ასე დავადგით თვალი ბეღლის მცირე აივანს, რომელიც ყოველთვის მოგვწონდა და გვინდოდა, ჩვენს თამაშებში მასაც ჰქონოდა დანიშნულება.
მასწავლებლობანა მართლაც სასარგებლო თამაში გამოდგა. მაგალითად, პირველივე დღეს მივხვდით, რომ მასწავლებელს ლამაზად უნდა ეცვას, მისი სამოსის ფერებიც კი შთაბეჭდილებას უნდა ახდენდეს. ასევე მივხვდით, რომ მეტყველებაზე გვქონდა სამუშაო და, რადგან, დროის დაკარგვა არ ღირდა, საქმეს სასწარფოდ შევუდექით.

მაკოს ბებოს გარდერობში ბევრი შავი პიჯაკი ჰქონდა, მასწავლებელი არ იყო, ბუღალტერი იყო, მაგრამ მაინც ჰქონდა ასეთი სამოსი. ეს პიჯაკები მოვირგეთ, იღლიაში ქაღალდების დასტა ამოვიჩარეთ და ბეღლის აივანზე მოწყობილ სამასწავლებლოს მივაშურეთ.

დაახლოებით 10:30 წუთზე მაკოს ეზოს ჭიშკარს სოფო მოადგა. ჭრელი ჩითის კოფთა ეცვა, ასევე ჭრელი ქვედაბოლო და საყვარელი ყავისფერი სანდლები, რა თქმა უნდა -უკუღმა. კიკინებიც ჰქონდა და დედას მზის სათვალე ეკეთა. ახლოს რომ მოვიდა, მივხვდით, მამიდას ფრანგულ სუნამოშიც ებანავა წამოსვლის წინ, რა თქმა უნდა ნებართვის გარეშე.

- რა არის ეს, სკოლაში როგორი ჩაცმული მოხვედი? -ახსნა-განმარტების გარეშე ჰკითხა მაკომ.
სოფო კიბის პირველ საფეხურზე გაჩერდა და დაგვაკვირდა.
- დირექტორი მე ვარ! -თქვა რამდენიმე წამის შემდეგ.
- ჩვენს სკოლას დირექტორი არ ჰყავს, აქ ყველა მასწავლებელია, თუ გინდა მიგიღებთ სამსახურში! -შევთავაზე მე.
მე დირექტორი ვარ-როგორც სჩვეოდა, ჯორზე შეჯდა.
ჩვენ (მე და მაკოს) არ შეგვეძლო საკუთარი პრინციპების ღალატი და დირექტორის აყვანაზე კატეგორიული უარი განვაცხადეთ. სოფო განაწყენდა და შინ გაიქცა. ნახევარი საათის შემდეგ დედასთან ერთად მოვიდა და მასწავლებლად დასაქმება ითხოვა.
მასწავლებლად ავიყვანეთ, ბევრი რამ ჰქონდა ამ საქმეში შესასწავლი, მაგრამ მაინც ავიყვანეთ.
დედამ მადლიერების ნიშნად ქადები მოგვართვა, რომელსაც მაკოს ბებოს მიერ მორთმეულ ჟოლოს წვენთან ერთად შევექეცით და საბეჭდი მანქანის გამოყენებისთვის დროის განაწილებას შეუდექით.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 6–12
ოპტიმალური ასაკი: 8–10

სხვა მოთხრობები

მასწავლებლობანა

მე და მაკომ გუშინ, 7 ივნისს, მოვილაპარაკეთ, რომ ხვალ დილით მასწავლებლობანა ვითამაშოთ. 8 ივნისს, დილის 8 საათზე გავიღვიძე, უზარმზარ ბადურაში ჩავალაგე წუხელ მომზა...

ჩურჩხელების უცნაური თავგადასავალი

შემოდგომის მიწურულს დიდ სასტუმრო ოთხაში ბუხარი ინთებოდა და ჩურჩხელების ამოვლების დრო დგებოდა. თხილის დამტვრევისა და დათეთრების ხანგრძლივ პროცესში სოფო და თათო მ...

ბაბუა

- ბაბუა, წყალი მომიტანე ერთი, შენს გაზრდა-გახარებას მომასწრებს ღმერთი! -მთხოვა ბოსტნიდან ახალგადმოსულმა, ჟამთა სიმრავლისაგან დაუძლურებულმა და თოვლის კაცივით თმა...

დაბრუნება

ამ ბოლო დროს ხშირად მესიზმრება მშობლიური სოფელი. ცხრათვალა მზით გაბრწყინებული ხეივანი, რომელიც ჩემს ეზოსა და ერთი საუკუნის წინათ გარდაცვლილი, ჩემთვის უცნობი, პო...

ამბავი წიგნებზე

ერთხელ დასურათებული წიგნები გვაჩუქეს. მაგიდაზე დალაგებულ წიგნებს შორის არჩევანი პირველად სოფომ გააკეთა და ის წიგნი აიღო, რომელსაც მხიარული და ფერადი გარეკანი ჰქ...

ბებია

მთელი ღამე თოვდა. დილით ადრე ადგა ბებია და ღუმელში ცეცხლი დაანთო. ნახევარ საათში ჩვენი პატარა ოთახი, მწვანედ შეღებილი და დიდფანჯრიანი ისე გაამხიარულა სითბომ საწ...

ვინ შეაგროვა პაპიროსის ნამწვები?

ყველამ იცის, რომ ბავშვებს შეგროვება უყვართ. ზოგი რას აგროვებს და ზოგი-რას. პატარაობისას თათოსაც იტაცებდა ეს საქმიანობა, მაგრამ უცნაური თვისება ჰქონდა, პაპიროსის...

არადა, სამყარო ჩქარა ბრუნავს!

ბავშვობა სავსეა მძაფრი შეგრძნებებით. მახსოვს პირველი შეხება საწიგნესთან, რომელიც ყავისფერი იყო და ლომი ეხატა. მახსოვს ფანქრების სათლელი „რაკეტა“, რომელიც ახლაც ...

ხარახურა

სოფოს და თათოს ბევრი სათამაშო აქვთ, მაგრამ, ალბათ დამეთანხმებით, რომ პატარებს გასართობად სათამაშოებზე მეტად შთაგონება სჭირდებათ.  ასეთ დროს სოფლად მცხოვრე...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ხაჭაპურიძე:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ ბავშვი, რომ წიგნები აჩუქოს სხვებს

წაახალისეთ ბავშვი, რომ აჩუქოს წიგნები მეგობრებს ან ოჯახის წევრებს.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026