kids.ge logo

საოცრებათა სამეფოს დედოფალი ანუ საკუთარი სიტყვის ტყვე

ფავორიტებში დამატება

იყო და არა იყო რა, იყო ერთი საოცრებათა სამეფო, სადაც ბევრი საოცრება ხდებოდა; მოულოდნელად ბოროტი კეთილ ადამიანად იქცეოდა, ულამაზო ლამაზი ხდებოდა, მატყუარა უცებ სიმართლის მთქმელად ევლინებოდათ, მხოლოდ თავის თავზე შეყვარებულს ,უცებ მთელი სამყარო უყვარდებოდა და სხვა.

         სამეფოს ერთი მშვენიერი დედოფალი მართავდა,რომელმაც მცირე დროში სამეფო ააყვავა . ეს მას შემდეგ მოხდა,რაც ტახტზე ავიდა და აღმოაჩინა რომ ტყუილის თქმა საერთოდ არ შეეძლო, უფრო მეტიც თავისი დაპირება დღე და ღამე მოსვენებას არ აძლევდა,სანამ სისრულეში არ მოიყვანდა.

      ხალხმა ძალიან შეიყვარა ახალი დედოფალი. იგი გულმოწყალე , კეთილი და თავაზიანი გახლდათ. მის სამეფოში დიდი თუ პატარა , ბედნიერი და ღიმილიანი სახით დადიოდა.

    ერთხელ დედოფალმა უწყინარი ტყუილის თქმა დააპირა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მეორე დღეს , მან დილაადრიან   სასახლის ექიმებს უხმო. ექიმებმა გასინჯეს იგი ,შემდეგ უამრავი კითხვა დაუსვეს და ბოლოს უთხრეს: _ პატივცემულო დედოფალო, თქვენ საკუთარი სიტყვის ტყვეობაში ხართ ჩავარდნილი . თითოეული დაპირება , რომელსაც ხალხს აძლევთ ,მანამ არ მოგასვენებთ,სანამ არ შეასრულებთ. ეს იშვიათი კეთილშობილური დაავადებაა ,რომელსაც ,,საკუთარი სიტყვის ტყვე " ჰქვია და იგი არ იკურნებაო.

     მთელი დღე ექიმების ნათქვამზე ფიქრობდა დედოფალი და იმეორებდა: _საკუთარი სიტყვის ტყვე, საკუთარი სიტყვის ტყვე. კეთილშობილური დაავადება, რა პატივია . არცკი მსმენია ასეთი დაავადების შესახებ ,რა არ ხდება ამ საოცრებათა სამეფოში.

ნათია აბულაძე
5.11/2017 წელი
ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა ზღაპრები

მადლიერების ძალა

ერთ სოფელში ერთი კეთილი მეზღაპრე ცხოვრობდა. მას ცოლი ადრე გარდაეცვალა და პატარა გოგონას სულ მარტო ზრდიდა. იგი დღე და ღამე შრომობდა, მსოფლიოს ყველა ბავშვისთვის უ...

ოქროსთმიანი ბიჭი და ობოლი გოგონა

იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა ოქროსთმიანი ბიჭი. იგი გულკეთილი, თბილი და მოსიყვარულე იყო. ოქროსთმიან ბიჭს ძალიან უყვარდა ერთი ობოლი გოგონა, რომელსაც შორს წა...

ახალი წლის სასწაული

ერთ ბავშვთა სახლში ერთი მეოცნებე ბიჭი ცხოვრობდა. სხვაზე ზრუნვას, რომ მორჩებოდა, მერე ოცნებობდა და ოცნებობდა. ახალი წელი ახლოვდება, გაიფიქრა ბიჭმა, იქნებ ჩემი ოც...

აბუს უბნის კოლორიტები

აბუს უბანში ყველაფერი ლამაზი იყო. ხალხი თბილი, ბუნება უჩვეულოდ მშვენიერი, განსაკუთრებით კი ის სახლი ამშვენებდა ამ უბანს, რომელსაც ზღაპრული იერი შემორჩენოდა. ყვე...

პრინცესა და  ბეღურები

ერთ სამეფოში უმშვენიერესი პრინცესა ცხოვრობდა. რასაც ისურვებდა ყველაფერი ჰქონდა. მთელი დღე იპრანჭებოდა და მერე ტკბებოდა სამეფო ბაღის სილამაზით. მოსაუბრე ბეღურები...

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ნონაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

გამოიყენეთ იუმორი

იუმორი დაგეხმარებათ დაძაბულობის განმუხტვაში და კომუნიკაციის გაუმჯობესებაში.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026