kids.ge logo

ხეკეთილი კაკალი

ფავორიტებში დამატება

ერთ დიდ და ლამაზ ბაღში კაკლის ირგვლივ უამრავი ხე ვაშლი, მსხალი, ატამი, კომში... ხარობდა. პატრონი ყველას თავს ევლებოდა და არაფერს აკლებდა. კაკალი ამ ამაგს აფასებდა და ათმაგად ცდილობდა სიკეთის გადახდას, ხოლო სხვა ხეები ნაკლებად,რაც მათი ნაყოფის სიმციმცირითაც ნათლად ჩანდა. პატრონი შევიდოდა ბაღში და ქება-დიდებით ავსებდა კაკალს. სხვა ხეები კი ბუზღუნით ერთმანეთს ეკითხებოდნენ:_ ჩვენ ასე გულუხვად რატომ არ გვაქებს,საინტერესოა, ჩვენი ნაყოფი ისეთივე სასარგებლო არ არის,თან კაკალზე რამდენჯერ უფრო დიდია ! _ბევრი ვიფიქრე ამაზე და მივხვდი ,რომ მგონი კაკლის შეგვშურდა და ამიტომ გვაღიზიანებს მისი ქება, რაც ძალიან ცუდი რამ არის!_თქვა მსხალმა. _მართალი ხარ! სჯობს დროზე მივიღოთ ზომები, შურს მიბაძვა მირჩევნია. თქვენ? _ჩვენც !_შესძახეს ხეებმა ვაშლს და არჩევანი მოუწონეს. დადგა ნანატრი შემოდგომა. პატრონის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა,როცა ხილით დახუნძლული ხეხილი დაინახა. _ეს რა საჩუქარი გამიკეთეს ხეებმა. მშვენიერია, აი ასე, შურს რა თქმა უნდა მიბაძვა სჯობს, ოღონდ საკუთარი მნიშვნელობა არ უნდა დავკარგოთო!_ გაბრწყინებული სახით ბუტბუტებდა პატრონი.

ნათია აბულაძე
4 მაისი, 2021 წ.
ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა იგავ-არაკები

თევზი - ჯამბაზი

ზღვის სიღრმეში ერთი მშვენიერი თევზი-ჯამბაზი ცხოვრობდა, მას ეს სახელი იმიტომ დაარქვეს, რომ წყლის ბინადრებს ხშირად ამხიარულებდა. თევზი-ჯამბაზის სიახლოვეს მუდმივა...

ავაზა  და  ძაღლები

ზოოპარკში უამრავ ცხოველთან, ფრინველთან, ქვეწარმავალთან და სხვა ცოცხალ არსებასთან ერთად ხმელეთის ყველაზე სწრაფი ცხოველი ავაზა ცხოვრობდა. როგორ არ ცდილობდნენ მის ...

ძაღლი და მგელი

ტყის პირას მისულ ძაღლს მგელი ეუბნებოდა: _ვერაფერი გამიგია, ადამიანები სულ მდევნიან თავს შორს იჭერენ ჩემგან. შენ კი არ გერჩიან, სახლში ბუნაგს გიკეტებენ და საკვებ...

ჩოჩორი და თხა

ჩოჩორმა მდინარეში ჩავარდნილი თხა ნაპირზე ამოიყვანა. თხამ კი საყვედურით აავსო, ჩოჩორი: - რატომ ამომიყვანე?! განა, მე თვითონ ვერ ამოვიდოდი?! ალბათ, გინდა ამით იტრ...

ჩიკო და მიკო

ერთ გალიაში ორი თუთიყუში _ჩიკო და მიკო ცხოვრობდა. მათ პატრონი ყოველდღე ასწავლიდა მეტყველებას. ჩიკო ყურადღებით უსმენდა პატრონს, ხოლო მიკოს არ აინტერესებდა და არც...

პეპელა და ბუზი

ყვავილნარში მოფარფატე პეპელას ბუზი მიუახლოვდა და ჰკითხა: - მეგობარო, რაშია შენი საიდუმლო, ხალხი, რომ ხელიგულზე გატარებს, მე კი მუდამ თავიდან მიშორებსო. პეპელამ...

ნახატი იგავ-არაკები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: რაზმაძე:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ ფიზიკური აქტივობა

ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს კონცენტრაციას და სწავლის უნარს.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026