ტყეში სპილუკა პიპო სეირნოდა. იგი მოულოდნელად გზააბნეულ გოჭს გადაეყარა. გოჭმა მაშინვე ჩხუბი დაუწყო:
- შე გასიებულო, დიდცხვირა და ყურებპანტურა, გინდა გზა გადაკეტო, რომ მარტო შენ იარო, გოჭებმა კი ვერ ვისეირნოთო?! პიპოს ძალიან ეწყინა გოჭის ნათქვამი, მაგრამ არ უნდოდა ჩხუბში ჩართულიყო. იფიქრა, იფიქრა და მოიფიქრა. ჯადოსნურ სიტყვას ვეტყვი, მას ხომ დიდი ძალა აქვს და იქნებ მიხვდეს, რომ არასწორად იქცევაო.
- მაპატიე, გოჭუნა, მე არც მიფიქრია გზის გადაკეტვა, უბრალოდ მე ძალიან დიდი ვარ, უთხრა პიპომ. გოჭუნა უცებ შეიცვალა, ჯერ გაწითლდა, მერე მოუსვენრობა დაეტყო, სირცხვილისგან აღარ იცოდა სადწასული. უცებ მიუბრუნდა სპილოს და უთხრა: -შემინდე, სპილუკა, მრცხვენია ჩემი საქციელის, გთხოვ, შევრიგდეთ და ვიმეგობროთო. სპილომ აპატია გოჭს შეცდომა და მეგობრობაზეც დათანხმდა. მალე გოჭი და სპილო საუკეთესო მეგობრები გახდნენ და არასოდეს უწყენინებიათ ერთმანეთისთვის.
შეგონება(მორალი): ჩხუბში ისეთ რამეს ნუიტყვი, რომ შერიგებისას შეგრცხვესო.
სხვა იგავ-არაკები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
Kids.ge-ს რჩევები
მოუსმინეთ ექიმს
თუ თქვენი პედიატრი თვლის, რომ თქვენი ბავშვის ცხელება გამოწვეულია ვირუსით, ნუ აიძულებთ მას მიიღოს ანტიბიოტიკები. საუკეთესო წამალი შეიძლება იყოს დასვენება, ბევრი სითხე და ცოტა სითბოც. ანტიბიოტიკების ჭარბად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გართულებები და დააქვეითოს ბავშვის რეზისტენტობა ვირუსის მიმართ.
ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საინტერესო