kids.ge logo

რთველში

ფავორიტებში დამატება

დილიდან მზიანში რთველი დაიწყო.

შუადღისას საწნახელი აივდო.

ყურძენს ფუტკარი დასევია.

საწნახელში ანანია ჩადგა. თხილის რტო ქუდად ხურავს და ამით იცავს მელოტს ტკბილის სურნელით გახელებულ ფუტკრისაგან. მორგვივით მრგვალი და მძიმე, სრესავს მტევნებს და მხიარულად ეგებება ახლად დაკრეფილ ყურძნით სავსე გოდრებს.

საწნახელის ვიწრო ღარიდან წვენი თქრიალით გადმოდის.

დაკლული თიკანი სასახლის წინ ჩამოჰკიდეს და გაატყავეს. სახლიდან საცერის ტკაცუნი გაისმის. კერიაზე დიდი ცეცხლი გააჩაღეს...

წითლად ჩავიდა მზე. დაეშვა ბინდი. მასპინძელმა ტაბლა დადგა, ხორაგი დაახვავა, ძველი ღვინო ხელადებით მოიტანა და რთველში დამხმარენი მოიპატიჟა.

დაილია ერთმანეთის სადღეგრძელო, ითქვა მიცვალებულთა შესანდობარი, შეისვა ვაზის და კერიის სადიდებელი.

- ეჰეი! - გასძახის ანანია, როცა მასპინძელი სავსე ყანწს გადაულოცავს.

... ნაჯაფარი და ნაქეიფარი სტუმრები გვიან დაიშალნენ.

სოფლის გზაზე ხმაურით მიდის ანანია. ქვეყანას შეჰხარის და მიიმღერის. გარემოც ალერსით ეგებება. სოფელი ისეთი კეთილი და მადლიანია, დაემხვე და ჰკოცნე მისი მიწა.

ყველა ეზოში სავსე ქვევრი დუღს და ყველა ეზოდან ტკბილის თუხთუხი ისმის. მაჭრის მათრობელა სურნელი ასდის მიწას, გამდგარა ჰაერში და ცამდე აღწევს.

ირყევა მიწა, მიბორძიკობს ანანია და მასთან ერთად ქანაობენ ხეების ჩრდილები ორღობეში, გორაკები და გორაკის წვერზე დამჯდარი მაჭრით დამთვრალი მთვარე.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 8–16
ოპტიმალური ასაკი: 11–14

სხვა მოთხრობები

რთველში

დილიდან მზიანში რთველი დაიწყო. შუადღისას საწნახელი აივდო. ყურძენს ფუტკარი დასევია. საწნახელში ანანია ჩადგა. თხილის რტო ქუდად ხურავს და ამით იცავს მელოტს ტკბი...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: დუმბაძე:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ სხვადასხვა პერსპექტივის გათვალისწინება

დაეხმარეთ ბავშვს, გაიგოს, რომ არსებობს სხვადასხვა გზა ერთი და იგივე საკითხის დანახვისა.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026