შემოდის ფიფქია 7 ჯუჯის თანხლებით
ფ - რა ლამაზია აქაურობა, როგორ ბრწყინავს, ანათებს ყველაფერი. რა კოპწია ნაძვის ხეა! ნეტავ სად მოვხვდით, რას ზეიმობენ?
1. სკოლაში ვართ ფიფქია, სკოლაში
2. ახალი წელი მოდის, დაგავიწყდა?
3. მის მობრძანებას ზეიმობენ.
4. ჩვენც უნდა ვიმხიარულოთ
5. ვიცეკვოთ
6. ვიმღეროთ
7. (მოწყენილად)- მე რომ სიმღერა და ცეკვა არ ვიცი...
ფ- ნუ დარდობ პატარავ, გასწავლით
ყველა - გასწავლით, გასწავლით
ფ- ახლა კი, სანამ ვიცეკვებთ, ვიმღერებთ, საერთო მხიარულებაში ჩავერთვებით, მოდით, ჩვენი სურვილებიც გავაჟღეროთ
ყველა - კარგია, კარგი
1- ახალი წლის კიდევ ერთი ღამე,
კიდევ ერთხელ სურვილების თოვა,
კიდევ ერთხელ, დე, ავწიოთ თასი,
სადაცაა, თვლის პაპა მოვა.
2. მოდის, მოჰყვება ახალ იმედთა
და ოცნებათა კორიანტელი,
გვინდა იმდენი ახალი მოყმე,
რაც დაცვივდება ციდან ფანტელი.
3. იმდენი გოგო თვალებციმციმა,
რამდენ ვარსკვლავსაც ზეცა გამოჰფენს,
ატიტინდება მაშინ სამყარო,
გავძლიერდებით მაშინ რაოდენ.
4. წვიმას რამდენი წვეთიც მოჰყვება,
ახალი კერა იმდენი ენთოს,
წარმატებები და სიხარული,
დე, ყოველ ქართველს, წელს, დაებედოს,
5- მშრომელ ოჯახს, დე, ემატოს ხვავი,
და დაწყვილდეს, ვინც ეულად დარჩა,
არ ისმოდეს არსად გლოვის ხმები,
პატარების ჟრიამულის გარდა.
6- ღმერთო, ნუღარ მოგვანატრე
ჩვილი ბავშვის ღუღუნი,
გთხოვთ, აწი არ გაგვაგონო
სადმე ნგრევის გუგუნი.
7- რეკეთ ზარები, გვიახლოვდება
მშვიდობიანი წელი ახალი,
ქართველო ერო, დე, უთვალავი
გაგვთენებოდეს წელი ახალი.
ფ- იყოს ქორწილი, ძველებური ლხინი ქართული,
მერე, ძეობის სიხარულმა ჭერი ახადოს,
აშკარად, მალვით ცუდის მდომი, ყველა ორგული,
ამ წელმა, ნეტავ, შერიგების მდომი გახადოს.
ყველა --გილოცავთ, გილოცავთ!
(პირველი ჯუჯა აანთებს სანთელი, იტყვის სათქმელს, მერე აანთებს მეორე და ა.შ)
1- აგვხდომოდეს ყველა აქ თქმული ნატვრა
2- ამინ
3- ამინ
4- ამინ
5- გვისმინე, ღმერთო ძლიერო
6- აგვიხდინე უფალო
7- ამინ!
-ყველა --ამინ, ამინ, ამინ!!
ფ- აწი კი ვიმღეროთ და ვიცეკვოთ. (იწყებენ ცეკვას ნაძვის ხის გარშემო)
სხვა სცენარები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
აუხსენით ბავშვს, რომ შეცდომები სწავლის ბუნებრივი ნაწილია და რომ ისინი არ უნდა შეაშინოს.
გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო