დღის ბოლოს დაღლილი ფუტკარი, სკისგან მოშორებით გვირილაზე მიესვენა.
_ღმერთო ჩემო, როგორ დავიღალე,სახლამდე მისვლაც კი ვერ შევძელიო,ჩაილაპარაკა ფუტკარმა.
ამ დროს მოულოდნელად პაწაწინა პეპელა პა ჩამოჯდა მეზობელ გვირილაზე , ფუტკარი მისმა მშვენიერებამ ისე მოხიბლა ,რომ ძალები მოიკრიბა, თავი წამოსწია და უთხრა:
_ პეპელა, რა ლამაზი, ლაღი და ჰაეროვანი ხარ, ალბათ ჩემგან განსხვავებით მეტად გიფრთხილდებიან გარემომყოფები.
_ ნამდვილად ასეა, ფუტკარო, მაგრამ ვცდილობ მათ ვალში არც მე დავრჩე.
_ მშვენიერია და როგორ ახერხებ ამას?
_ სულ სამი დღე ვცოცხლობ და ჩემი ფარფატით ვულამაზებ სამყაროს
შენ რამდენი ხანი ცოცხლობ და რას შვრები?
_ პა, მე დიდხანს ვცოცხლობ, ვზრუნავ ჩემს ოჯახზე , ადამიანებზე და ღმერთსაც ვახარებ. ეს უთხრა და ბოლოს თავისთვის ჩაილაპარაკა: ისევ ასეთი ცხოვრება მირჩევნია, სამიდღიან უბრალოდ მოფარფატე ცხოვრებასო.
სხვა იგავ-არაკები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
Kids.ge-ს რჩევები
ასწავლეთ სხვადასხვა პერსპექტივის გათვალისწინება
დაეხმარეთ ბავშვს, გაიგოს, რომ არსებობს სხვადასხვა გზა ერთი და იგივე საკითხის დანახვისა.
ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საინტერესო