kids.ge logo

ფერმერი და ქურდი მეჯინიბე

ფავორიტებში დამატება

ერთ ფერმერს უამრავი ცხოველი და ფრინველი ჰყავდა. მათ მოსავლელად მშრომელი და კეთილსინდისიერი ადამიანები ჰყავდა აყვანილი  , ხოლო ახაშობილების დამატებისა  და ცხენების რაოდენობის გაზრდის შემდეგ მეჯინიბეების რაოდენობაც გაზარდა,რომლებლსაც კარგ გასამრჯელოს უხდიდა. 

ყველა თანამშრომელი პირნათლად ასრულებდა თავის საქმეს, ხოლო გულისხმიერი ფერმერიც სათანადოდ აფასებდა მათ შრომას, თან პერიოდულად არც სიტყვიერი და არც ფულადი წახალისება ავიწყდებოდა .

ერთხელ ერთმა უკმაყოფილო მეჯინიბემ განცხადა:_მოდით ,მეგობრებო, უფროსს ხელფასის გაზრდა მოვთხოვოთ და თუ წინააღმდეგი იქნება გავიფიცოთო. არაერთი მცდელობის მიუხედავად ვერაფრით დაარწმუნა თანამშრომლები ,რომ ასეთი რამ ჩაედინათ,ამიტომ გაბრაზებულ გულზე ცხრა კვიცი მოიპარა და სასწრაფოდ  გაყიდა. 

პატრონმა საღამოსვე ატეხა განგაში, კვიცების დაკარგვის გამო. ბევრი ეძებეს, ვინ არ გამოკითხეს, მაგრამ მათ ასავალ-დასავალს ვერაფრით მიაგნეს. ბოლოს ფერმერმა ყველა თაამშრომელი შეკრიბა და უთხრა:_ჩემო კეთილის მსურველებო, ვიცი ჩვენ გაერთიანებული ძალებით ვიპოვით ქურდს და ზარალს ავინაზღაურებთ. იმედი არ დავკარგოთ,დაფარული ამ ქვეყნად არაფერი რჩება და არც ეს იქნება გამონაკლისი. თქვენ კი  ასეთი გულმოდგინე ძებნისთვისა და ერთგულებისთვის მინდა დაგასაჩუქროთ!_ეს თქვა კაცმა და მეჯინიბემ უხერხულობა იგრძნო,მაგრამ ხმა არ ამოუღია. 

ზამთარი იდგა. სოფლად დღეობას აღნიშნავდნენ და დიდი თუ პატარა ზეიმობდა. ტაძრის მოლოცვის შემდეგ ფერმერმა ბევრი ნათესავი და  თანამშრომლი მიიწვია  სახლში,მათ შორის  ის მეჯინიბეც იყო,რომელმაც კვიცები მოიპარა. შუა ქეიფის დროს ერთი უსიამოვნო ამბავი გაიხსენა მასპინძელმა და თქვა:_ წელს დიდი დანაკარგი მაქვს ,სულ რჩეული კვიცები მომპარეს,თან ათი.

_10კი არა ცხრა იყო,თან ისეთი გალეული ,რომ ზედ არავინ უყურებდა და ძლივს გავყიდეო. !_წამოიძახა შეზარხოშებულმა მეჯინიბემ და მაშინ  ყველა მიხვდა თუ ვინ იყო ქურდი. 

მორალი(შეგონება): ქურდს რომ ყური უგდო დღეში ათჯერ გამოტყდებაო.

 

ნათია აბულაძე
10 მარტი, 2022 წ.
ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა იგავ-არაკები

ჩოჩორი და თხა

ჩოჩორმა მდინარეში ჩავარდნილი თხა ნაპირზე ამოიყვანა. თხამ კი საყვედურით აავსო, ჩოჩორი: - რატომ ამომიყვანე?! განა, მე თვითონ ვერ ამოვიდოდი?! ალბათ, გინდა ამით იტრ...

ძაღლი და მგელი

ტყის პირას მისულ ძაღლს მგელი ეუბნებოდა: _ვერაფერი გამიგია, ადამიანები სულ მდევნიან თავს შორს იჭერენ ჩემგან. შენ კი არ გერჩიან, სახლში ბუნაგს გიკეტებენ და საკვებ...

ავაზა  და  ძაღლები

ზოოპარკში უამრავ ცხოველთან, ფრინველთან, ქვეწარმავალთან და სხვა ცოცხალ არსებასთან ერთად ხმელეთის ყველაზე სწრაფი ცხოველი ავაზა ცხოვრობდა. როგორ არ ცდილობდნენ მის ...

ჩიკო და მიკო

ერთ გალიაში ორი თუთიყუში _ჩიკო და მიკო ცხოვრობდა. მათ პატრონი ყოველდღე ასწავლიდა მეტყველებას. ჩიკო ყურადღებით უსმენდა პატრონს, ხოლო მიკოს არ აინტერესებდა და არც...

პეპელა და ბუზი

ყვავილნარში მოფარფატე პეპელას ბუზი მიუახლოვდა და ჰკითხა: - მეგობარო, რაშია შენი საიდუმლო, ხალხი, რომ ხელიგულზე გატარებს, მე კი მუდამ თავიდან მიშორებსო. პეპელამ...

თევზი - ჯამბაზი

ზღვის სიღრმეში ერთი მშვენიერი თევზი-ჯამბაზი ცხოვრობდა, მას ეს სახელი იმიტომ დაარქვეს, რომ წყლის ბინადრებს ხშირად ამხიარულებდა. თევზი-ჯამბაზის სიახლოვეს მუდმივა...

ნახატი იგავ-არაკები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: თოდრია:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ ეკოლოგიური პასუხისმგებლობა

მიეცით ბავშვს საშუალება, მიიღოს მონაწილეობა გარემოს დაცვის აქტივობებში და ისწავლოს ბუნების დაფასება.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026