გიორგი მეტად კეთილი ბიჭი იყო. დღე ისე არ გავიდოდა ,რამე სიკეთე არ გაეკეთებინა.საღამოს კი ამის გამო ბედნიერი იძინებდა.
ბიჭს ძალიან უნდოდა ყველა კეთილი საქმის დამახსოვრება, სურვილის ასრულება კი მეტად რთული აღმოჩნდა მისთვის,მაგრამ უკან არ იხევდა. ბევრი რამ მოიფიქრა; ხან გონებაში იწერდა, ხან წიგნაკში , ხან კიდევ ფურცელზე წერდა და სკივრში ალაგებდა, თუმცა არც ერთი არ აღმოჩნდა მისთვის მოსახერხებელი.
ერთ დღეს გამოსავალს უფროსების დახმარებით მიაგნო. მათ რჩევას მიჰყვა , გააკეთა ლამაზი მუყაოს ხე, ქაღალდის გულები და გაკეთებულ სიკეთეს მასში წერდა, რომელსაც მერე ხეზე ათავსებდა.
რამდენიმე კვირაში ხე აყვავდა და გალამაზდა. გიორგიმ საწადელს მიაღწია. იგი თავადაც ვერ მალავდა გაოცებას ,ხოლო ვინც კი ნახულობდა აღფრთოვანებული ამბობდა: ეს ნამდვილი სიკეთის ხეა,რომელიც ყველას უნდა ჰქონდესო. ამის გამო ბიჭმა მუყაოს ნაცვლად სიკეთის ხე დაარქვა.
გიორგის ოთახში სიკეთის ხე საპატიო ადგილზე იყო დაბრძანებული. იგი სახლში მისულ სტუმრებს ეკითხებოდა :
მიამბეთ, რა სიკეთე გაგიკეთებიათ ან გააკეთებდითო? ბიჭი ამ ამბებს სახებრწყინებული უსმენდა. შენ რას უპასუხებდი გიორგის ,მისი სტუმარი რომ ყოფილიყავი?
სხვა მოთხრობები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
აუხსენით ბავშვს, რომ არ უნდა გაუზიაროს პირადი ინფორმაცია ონლაინ და არ უნდა შეხვდეს ონლაინ მეგობრებს მშობლების თანხმობის გარეშე.
გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო