ნიკოლოზი მეტად გონიერი ბიჭი გახლდათ. მას ძალიან აინტერესებდა , რა იყო ბედნიერებისთვის საჭირო. თავად ვერა და ვერ ამოხსნა, უამრავი უფროსი თუ თანატოლი გამოკითხა , მაგრამ ყველა სხვადასხვა რაღაცას ეუბნებოდა და ერთი-კონკრეტული პასუხი ვერც მათგან მიიღო.
-ღმერთო ჩემო, რამდენი რამე ყოფილა საჭირო ბედნიერებისთვის !_წამოიძახა შინ დაბრუნებულმა და მოწყვეტით ჩაჯდა სავარძელში.
ცოტა ხანში კარზე კაკუნის ხმა გაისმა, უცებ გამოფხიზლდა და კარისკენ გასწია, მაგრამ არავინ დახვდა, უკან დაბრუნებისას კი ყვავილს მოჰკრა თვალი, თითქოს რაღაც გაახსენდაო მივიდა მოლბერტთან,სადაც გვირილა ჰქონდა დახატული და მის ფურცლებში ჩაწერა
სიყვარული;
სიხარული;
სიკეთე;
მადლიერება;
იმედი;
ამის შემდეგ დედიკოსკენ გაემართა საჩუქრით და უთხრა: -დე, დე, მივხვდი რა ყოფილა ბედნიერებისთვის აუცილებელი, აი, ეს ყვავილი ჩემგან!!
_ დიდი მადლობა, რა ლამაზია,შვილო, ვამაყობ შენით, ეს ნამდვილი „ბედნიერების ყვავილია“!_ ამას ამბობდა გახარებული დედიკო და ხან შვილს ეფერებოდა და ხან ნახატს .
შენ როგორ ფიქრობ ,მკითხველო,რა არის ბედნიერებისთვის საჭირო?
სხვა მოთხრობები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
Kids.ge-ს რჩევები
თანამშრომლობის წახალისება
ქვეყნის ნებისმიერ სკოლამდელი აღზრდის საკლასო ოთახში ნახავთ, რომ ბავშვები წყნარად ზიან წრის გარშემო, ხელს იწევენ სანამ რამეს იტყვიან, ერთმანეთს გადასცემენ ხელსახოცებს და საჭმელს. ისმის კითხვა: როგორ აღწევენ ამას მასწავლებლები? როგორ შეუძლიათ მათ ნებაყოფლობით მართონ 4 წლამდე ასაკის რამდენიმე ბავშვი ერთად? არ არსებობს საიდუმლო ფორმულა, თუმცა, არსებობს რამდენიმე რჩევა
ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საინტერესო