kids.ge logo

წეროს ბუდე

ფავორიტებში დამატება

იქნებ ქარი არც იყო მართალი, მაგრამ სხვანაირად არ შეეძლო. გაუთავებლად აქანავებდა ხის კენწეროზე აშენებულ წეროს ბუდეს. ბუდე მყარი იყო და არ იშლებოდა, მაგრამ კვერცხზე მჯდომ დედალს თავი ჰქონდა გამოლაყებული და არც გაფრენა შეეძლო, სანამ ბჟიტი არ გამოიჩეკებოდა. 

- გეუბნებოდი, ქარიანი ადგილია, არ გვინდა აქ სახლის აშენება-მეთქი! - ბუზღუნებდა მამალი წერო.

- კარგი რა, საყვარელო, სამაგიეროდ, როგორი ხედი იშლება, წინ არაფერი გვეფარება! - ამშვიდებდა დედალი, თუმცა ერჩია მის მეუღლეს თანაგრძნობა გამოეხატა და ეთქვა: როგორ განვიცდი, ქარი მუდმივად რომ გაქანავებს, ალბათ რა ცუდად გრძნობ თავს, მაგრამ რა კარგი და პასუხისმგებლიანი გოგო ხარ, კვერცხებს რომ არ ტოვებ და უძლებ ამ ყველაფერსო... მაგრამ არა, სულ სხვანაირად იყო ყველაფერი, მამალ წეროს უნდოდა ეჩვენებინა, რომ ძალიან განიცდიდა მეუღლის ასეთ მდგომარეობას, მაგრამ თან რომ ადანაშაულებდა? თან რომ მიანიშნებდა, სულ შენი ბრალიაო?..

- იქნებ არ ვუყვარვარ? - დარდობდა დედალი წერო, აბა, რატომ შეიძლება არ მოსწონდეს ჩემი არჩევანი?

- ერთხელაც ქარი ჩადგა, ისე ჩადგა და გადაიკარგა, რომ ჩამიჩუმიც არსად ისმოდა. საღამოს მამალი წერო თმა აბურძგნული და ბუმბულგაცვენილი ლასლასით დაბრუნდა სახლში. დედალს ერთი გაუღიმა და მოწყვეტით დავარდა მის ზურგზე. 

- ქარს ვებრძოდი საყვარელო! - ამოილუღლუღა ძლივსშესამჩნევად. გამოქვაბულში შევიტყუე და ლოდით კარი გადავურაზე... ლოდი როგორ დავძარი და ჩემი ბუმბულისგან შეკრული მშვენიერი თავსაბურავი ვაჩუქე ტყის კაცს და ის დამეხმარა. იმასაც მობეზრებული ჰქონდა ქარის ზუზუნი და მარტივად დავითანხმე. არ იდარდო, ბჟიტი რომ წამოიზრდება გავათავისუფლებ მაგ გადარეულ ქარს და მერე მე და შენ ვიცხოვროთ ქარბუქში ხის წვერზე, ვიქანაოთ და დავტკბეთ ხედით წინ რომ იშლება. 

- ვუყვარვარ! - გაიფიქრა დედალმა წერომ და მამალს ფრთები შემოახვია. უნდოდა გაეთბო მისი გაპუტული სხეული... 

ბჟიტი მალევე გამოიჩეკა და თვალსა და ხელს შუა გაიზარდა, მაგრამ მას აქ არ უცხოვრია. დაქორწინდა და მისმა მეუღლემ ძალიან მზიან ადგილზე მოინდომა ბუდის აშენება... მამალი წერო სულ გახვითქული დადიოდა აქეთ-იქით და ოფლი სდიოდა გაზაფხულიდან დაზამთრებამდე. რას გაუგებ სიყვარულს?

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

თუ მზე ჩაქრება

- რას კითხულობ საბა? - შვილიშვილთან დიალოგის გაბმა სცადა ბაბუა ნიკომ, მის შორიახლო სკამზე ჩამოჯდა და ცნობისმოყვარე მზერით ჩააშტერდა საბას ცხვირწინ გადაშლილ წიგნ...

ვირუსის შემდეგ

ოდესღაც, 21-ე საუკუნის 20-იან წლებში ჩინეთიდან მთელს სამყაროში საშინელი ვირუსი კოვიდ 19 გავრცელებულა და ბევრი ადამიანი დაუხოცავს. ბევრიც გამოჯანმრთელებულა. მათ ...

ამადეუსი

დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დოოო... და პირიქით, დო, სი, ლა, სოლ, ფა, მი, რე, დოოო... პატარა ამადეუს მოცარტი ყოველდღე ვარჯიშობს, არ ეზარება, არ იღლება, უყვარს ...

ბალიშის ჩახუტება

მას შემდეგ სამი წელი გავიდა, სამი უგრძესი წელიწადი... ლოგინში, რომელშიც დედა იწვა, ჯერ თეთრეული არ გამოცვლილა, ვარდისფერებია გადაკრული. მამა არავის აძლევს მასთა...

ფინჯანი ყავაც საკმარისია

გამარჯობა, მე ეკუნა ვარ. ათ დღეში 3 საათსა და 30 წუთში ხუთის გავხდები. დიახაც, სულყველაფერი ვიცი ჩემს შესახებ, დედამ მითხრა ოცი წუთიც რომ დაგეგვიანებინა 29 თებე...

ამბავი თებერვალზე

სუსხიანი თებერვალი გულის სიღრმეში სულაც არ იყო ისეთი სუსხიანი და მოსაწყენი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა. თოვლ-ჭყაპით დაფარული და ცივი ქარებით გულშეწუხებული, რამ...

ვანო მიდის სამსახურში

ვანოს ხორცი არ ეყო, მაგრამ ძვლები ბოლომდე არ გახრა და თეფშზე ერთად მოაგროვა. აივანზე გავიდა და რძით ძუძუებდაბერილ ძუკნა ძაღლს პირდაპირ მეცხრე სართულიდან გადაუყა...

ბაბუა, რომელიც ალტერნატიულ მუსიკას უსმენდა

რა უცნაურია, ბაბუაჩემს, ტრადიციების მოყვარულ კაცს, ალტერნატიული მუსიკის მოსმენა სიამოვნებს. ის 79 წლისაა. ასაკის შესაბამისად დაქვეითებული აქვს მხედეველობა, ცოტა...

ფანქარი და საშლელი

ფანქარი ხალისით ხატავდა ფურცელზე. საშლელი კი უშლიდა დახატულს. ფანქარი ჩხვლეტდა მას ბოროტი საქციელის გამო. არა, საშლელი სულაც არ იყო ბოროტი, ფანქრის გაბრაზება მო...

მოგზაური კას ამბავი

ეს ამბავი ათასობით წლის წინ მოხდა, მაშინ, როდესაც ეგვიპტეს ფარაონები მართავდნენ. თუმცა ფარაონი რა მოსატანია, ერთ ეგვიპტელ, კალიგრაფ ბიჭს იმისთანა ამბავი გადახდა...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ბუჩუკური:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ ბავშვს, გაიგოს სხვისი შიში

ასწავლეთ ბავშვს, გაიგოს, როგორ გრძნობენ თავს ადამიანები, როდესაც ისინი შიშობენ.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026