kids.ge logo

მაგდანას ლურჯა

ფავორიტებში დამატება

მართლაც, მაგდანას ღმერთმა მოჰხედა, სახედრის წყალობით, იმისი საქმე კარგად წავიდა; რძისა და მაწვნის გარდა, მაგდანამ ხანდახან კვერცხსა და ქათამსაც დაუწყო ყიდვა. მაგდანა ყოველთვის პატიოსნად ვაჭრობდა, რძეს და მაწონს წყალს არ ურევდა, ჭურჭელი, სოფიოს წყალობით, ყოველთვის მშვენივრად ჰქონდა დახეხილი და ამის გამო მუდმივი მუშტარი ბევრი გაიჩინა ქალაქში. გარდა ამისა, რომ მაგდანასაგან ვაჭრობდნენ, იბრალებდნენ კიდეც იმის ობლებს და აძლევდნენ იმათთვის ნახმარ ტანისამოსს, ფეხსაცმელს.

შემოდგომამდე მაგდანამ დღიურ ლუკმას იმდენი გადაარჩინა, რომ შეეძლო ცოტაოდენი საწვრილმანო ეყიდნა და, როდესაც სოფლის საქონელი გაშრა და რძე აღარ იშოვებოდა, საწვრილმანოს ყიდვა დაიწყო; მიეკედლა ერთ მეწვრილმანე ხნიერ დედაკაცს, იმასთან სანახევროდ სავაჭრო იყიდა, წამოჰკიდა თავის სახედარს და წავიდნენ მთიულებში სავაჭროდ. ამ ვაჭრობით ორი-სამი ტომარა ფქვილი მოუმზადა საზამთროდ შვილებს, სახედარს - ბზე და ცოტაოდენი ქერი, ახლა კი დაისვენა, დაუბრუნდა თავის შვილებს, ცეცხლი ააბოლა თავის კერაზე. ზამთრის დიდ ღამეებში მაგდანა ცეცხლის პირას იჯდა განუშორებელი მატყლის წინდით ხელში და თან თავის შვილებს უამბობდა ქალაქის ამბებს, თავის თავგადასავალს, თავის ვაჭრობის უცოდინრობას პირველში.

- გამოცდილება კარგი ყოფილა, შვილო, - დარბაისლურად მიუბრუნდებოდა ხოლმე მაგდანა თავის ჭკვიან გოგონა სოფიოს, - პირველად რომ მაწვნით ვაჭრობა დავიწყე, ყველა მასხრად მიგდებდა, ყველა ცდილობდა ჩემზე წინ წამდგარიყო, რათა უფრო მალე გაესაღებინათ თავისი სავაჭრო და მე კი, ბეჩავი, ჩუმად აბუზული, უკან ვრჩებოდი. ბევრჯერ მტრობით ავმა სულებმა მიწა გადამიყარეს მაწვნებზე, ბევრჯერ განგებ დამეჯახნენ და დამაქცევინეს, მაგრამ მეც თვალი გავახილე, მეც მივხვდი, რომ ყველაფერში გამარჯვება სიმარჯვესა და სიმხნევეზეა და ხმა ამოვიღე, მივიძარ-მოვიძარ. მეტადრე როცა მომაგონდებოდა, რომ თქვენ აქ უპატრონოდ, მშივრები, ტიტვლები ეყარენით, ცეცხლი მომედებოდა ხოლმე გულზე და მაშინ ვინ იყო ჩემი წინ წამომდგომი. მე ყველაზე წინ გავრბოდი, მე ყველას უფრო მომეტებულად შევღიჭინებდი, რომ ჩემი რძე-მაწონი ეყიდნათ და ლუკმა ამით ვიშოვე.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

არ დაკარგოთ კონტროლი

თუმცა, არ იყოთ ძალიან რბილიც! შეეცადეთ იპოვოთ სწორი ბალანსი სიმკაცრესა და სირბილეს შორის. არ დახუჭოთ თვალი თქვენი ბავშვის გაღიზიანებაზე. ეცადეთ მას გააკეთებინოთ სხვა რამ ყურადღების გადასატანად. მთავარია ამგვარი ქცევის მიზეზის გაგება და სწორად მიდგომა.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024