kids.ge logo

ბუნების გლოვა

ფავორიტებში დამატება
Ι

მთათ გული, დაწყლულებული
დახოცილ შვილთა მზერითა,
ერთმანერთს მისწებებია,
წყენა გაზდილა წყენითა.
დაღვრილი გმირების სისხლი
მიწის გულს ჩასწვდა ქვევითა,
შეწუხებული ნისლადა
მოხეთქილა ზევითა.

გულ-გაგმირული ბიჭები
გაფანტულია ველადა, ხარ-ზაქებს ჰგვანან მხედარნი,
ხმლები არტყიათ წელადა.
მტერიც-კი ვერ გამეტებს
თვის მკვლელებს დასაწყევლადა,
სეთი ლამაზებია,
მხოლოდ არვინ ჰყავთ მცველადა,
დახოცვილთ არვინა ჰგლოვობს,
არ დაწურულა ცრემლადა

ქალ-რძლის არ ისმის ქვითინი,
დედების მოთქმა მწარია,
ჯერ არ იციან დიაცთა,
რომ გასწყდა ხევსურთ ჯარია:
მტერს შახოცნენ ყველანი,
არ მოყივლეს გვარია.
სიკვდილმა სამკლად ჩაიდვა
მათი სიცოცხლე, ჯანია.
სახელსაც ეჭიდებოდა,
რომ თან წაღო საგზლადა.

ვერ მორივა, აქ დარჩა,
შვილებს გვინთია სანთლადა.
თურმე ყველაფრის მმუსვრელი
და თან წამღები ძალადა,
რომ სახელს ვერ ჰკლავს გმირისას,
აქვს გული გასამწარადა.
მის გამო ბრაზ-მორეული
სიკვდილი ჰხდება ავადა.
სჯობია, მოკვდეს სიკვდილი,
მზე ჩავიდეს შავადა.

ΙΙ
სამშობლო მიწის მცველებმა
ვერ მოხერხეს გაქცევა,
სევ სიკვდილი ირჩიეს,
ვიდრე-ღა ფიცის დარღვევა,
მთათა ქედების საპოხლად
თავის სისხლისა დაქცევა.
რებელს მტრის ჯარსა
აჰხირებიან ცოტანი,
მიტომ ფრიად მწადიან,
შევასხა იმათ ხოტბანი.
საქებარს, სათაყვანებელს
ვით შევუთვალო გმობანი?!
მიტომ ნისლი თავს ადგათ
წითელი სისხლის ფერადა,
დახოცილთ თავზე დასტირის
და დედათ მაგირადა.
ამბობენ: მუდამ იმ დღესა,
როდესაც გასწყდენ გმირები,
ნისლი გაჩნდება, როგორაც
ძმა ძმასთან შენაპირები;
ტირებს იმ დღეს, იმ ღამეს,
არ უშლის მზისა სხივები.
მერე-კი დამალება
ჩინარ მთათა ყურესა;
დრომდე არ იძვრის, დროზე კი
სატირელს მიშურებსა.
ნისლისგან ნაცრემლ მდელოზედ
მოხეთქავს ყოლი,
ტურფა, სხვადასხვა ფერისა,
ჯადოსნურადა ქსოვილი.
შორით-კი მოსჩანს თეთრადა,
როგორც მთა ჩამოთოვილი.
დიდხანს არ რჩება ამ ადგილს
ტურფა მცენარეთ კრებული:
თავს ესხმით ანგელოზთ გუნდი,
მაღლიდან მოვლინებული.
ანგელოზები გალობით
ყოილთ მოჰკრეფენ სრულადა,
არ გვიტოვებენ ერთსაც-კი
(ეს მრჩება გულში წყლულადა),
სულ ცაში მიაქვთ იმათთვის,
ვინც ძმას ეწევა ძმურადა,
ვინც თავსა სწირავს სამშობლოს
და ხდება დატანჯულადა.
ტყვიან, ღალატის გამო
თურმე დამარცხდა ლაშქარი,
დაჩლუნგდა სახელოვანი
ხევსურთ ვაჟების აბჯარი.
მტერმა კი მახარობლადა
სახლში აფრინა ჩაფარი.
ტყვიან - ჩვენივე კაცი
მტერს თურმე წინა სძღოლია…
ის საცოდავი, ნეტავი,
დედას რისთვისა ჰყოლია?!
ბეჩავმა იმისმა მამამ
რისთვის შეირთო ცოლია?
არ სჯობდა, ვაჟის მაგივრად
ძაღლი ჰყოლოდა ბროლია?!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გულსგულო, ჩემს ხელთ ხარ ცოტა ხანს, შემდეგ იქცევი მიწადა, მანამა სცოცხლობ ჩემთანა, შენც უნდა იყო ბიჭადა! რაც-კ...ილიას საღამოფშავის ხევიდან ვესტუმრე დღეს იმერეთის მხარესა. ამ ტურფა არემარეში ფიქრებს განვიცდი მწარესა. ვდღესასწაულობ...პასუხადკარგებო, თქვენი ძახილი ბარით შამესმა მთაშია, ფეხის ფრჩხილებში გაჟონა ჟრჟოლამ, დაკრულმა თავშია; ძვირფასს მ...ჩივილი ხმლისა-დაჰჟანგებულხარ, გორდაო, დაგობებია ქარქაში, სადა გყავს შენი პატრონი, დაგაწყებინოს კაშკაში? -სადღა მყავს, ...იმედი საზიკაულიჯავრი ჰკლავს საზიკაულსა, შადედებული შხამითა, ცრემლი არ მოსდის თვალებზე, გვაეჭვიანებს ამითა... რკინის გული...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026