kids.ge logo

დავით გურამიშვილის ხსოვნას

ფავორიტებში დამატება
შენ ჩე−მო წი−ნა−მორ−ბე−დო,
უძ−ვირ−ფა−სე−სო პა−პა−ო!
შენს აჩრ−დილს ვე−ამ−ბო−რე−ბი,
ლექ−სიც რამ და−მი−ჩხა−პა−ო.
ნე−ტავ, რას მე−მუ−და−რე−ბი,
მე რა გი−ამ−ბო ა−ბა−ო,
ნამდ−ვი−ლო მა−მუ−ლიშ−ვი−ლო,
სამ−შობ−ლოს ეკ−ლის მკა−ფა−ო?!
პო−ე−ტად ვიხ−სე−ნი−ე−ბი,
თუმ−ცა ხა−რი ვარ ლა−ბა−ო;
ჩე−მის−თა−ნე−ბი ბა−გებ−ზე
ა−სი, ათა−სი ა−ბა−ო.
ტან−ფეხ−შიშ−ვე−ლი დავ−დი−ვარ,
ცოლს არ მიც−ვი−ა კა−ბა−ო;
შე−ნის ცრემ−ლე−ბით მოვ−ხარ−შე
ჩე−მის გრძნო−ბე−ბის ფა−ფა−ო,
ამგ−ვა−რი საჭმ−ლის კე−თე−ბას
დი−დი სდომ−ნი−ა ჯა−ფა−ო;
გა−ვუ−ღე სუ−ლი და გუ−ლი,
რო−დის ხა−ნი−ა ვყლა−პა−ო,
გა−უ−თა−ვე−ბი გა−მოდ−გა,
არც დამ−კარგ−ვი−ა მა−და−ო.
ვი−ცი, არ გა−მი−ჯავრ−დე−ბი
და არ−ცა მკი−თხავ: რა−და−ო?
მას ა−ქეთ ჩონ−გურს ვაჟ−ღე−რებ,
თა−ნაც ლექ−სებ−სა ვჩმა−ხა−ო.
ჩუმ-ჩუმად კი−დე−ცა ვტი−რი,
რა და−გი−მა−ლო, - მნა−ხა−ო!
იქ−ნე−ბა მად−ლო−ბე−ლიც ხარ,
იქ−ნე−ბა ა−რა მძრა−ხა−ო?!
მიშ−ვე−ლეთ შენ და შო−თა−მა,
მგოს−ნო−ბა გა−მიძ−რა−ხა−ო,
გუ−ლი დად−ნა და და−ნავლ−და,
მიხ−მე−ბა, მშრე−ბა ხა−ხა−ო.
და−ჩო−ქი−ლი ვარ თქვენს წი−ნა,
ვით ერ−თი ვინ−მე გლა−ხა−ო;
მიშ−ვე−ლეთ, მო−მავ−ლე−ბი−ნეთ,
ლე−ლო რაც და−მი−სა−ხა−ო.
მა−შინ თქვენს ნა−თელს სა−ხე−ებს
მეც პირ−ნათ−ლა−და ვნა−ხა−ო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გულსგულო, ჩემს ხელთ ხარ ცოტა ხანს, შემდეგ იქცევი მიწადა, მანამა სცოცხლობ ჩემთანა, შენც უნდა იყო ბიჭადა! რაც-კ...ვინ არის კაცი?კაცი ის არის, ცხოვრება ვინც გაატარა ჭამაში და კაცის დანიშნულება მხოლოდა ჰპოვა ამაში. კაცი ის არის, ვინაცა...იას უთხარით ტურფასა(სიმღერა) იას უთხარით ტურფასა: მოვა და შეგჭამს ჭიაო, მაგრე მოხდენით, ლამაზო, თავი რომ აგიღიაო! შენ თუ გგო...იმედი საზიკაულიჯავრი ჰკლავს საზიკაულსა, შადედებული შხამითა, ცრემლი არ მოსდის თვალებზე, გვაეჭვიანებს ამითა... რკინის გული...შეჰხედეთ ერთი ღრუბელსაშეჰხედეთ ერთი ღრუბელსა, როგორ თავხედობს წყეული! სწადიან შთანთქას, გააქროს მზის სხივი გამოსრეული. წინ ეღობ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026