kids.ge logo

გულო, რას დაჰღონებულხარ

ფავორიტებში დამატება
გუ−ლო, რას დაჰ−ღო−ნე−ბულ−ხარ,
რას ი−ბუ−რე−ბი ნის−ლი−თა?
გა−ნა სულ ეს−რე ვიქ−ნე−ბით
დაკ−რუნ−ჩხვი−ლე−ბი ყინ−ვი−თა!
ჩქა−რა ზა−ფხუ−ლი მო−ა−ლის,
ა−ყოვ−დე−ბი−ან ი−ა−ნი,
გა−ი−ბა−ნე−ბა წვი−მი−თა
მთა და მინ−დო−რი მტვრი−ა−ნი,
საფ−ლა−ვის ქვა−ზედ მოჯ−დე−ბა
ო−ფო−ფა სავარცხლი−ა−ნი.

წე−რო−ნიც გა−მოჩნ−დე−ბი−ან,
და−მამშ−ვე−ნებ−ნი ცი−სა−ნი,
გუგული-დ' მერ−ცხა−ლიც მოვ−ლენ,
ფრინ−ველ−ნი შო−რის გზი−სა−ნი.
და−სად−ნო−ბი−ა, დად−ნე−ბა
მთას თოვ−ლი, ხევ−ში ზვა−ვი−ა.
გა−მა−იმტვ−რე−ვა ა−რაგ−ვი,
გა−ზა−ფხუ−ლო−ბით შა−ვი−ა,
მუ−ქა−რით ანგ−რევს მი−და−მოს
გა−ბეზ−რე−ბუ−ლი ა−ვი−ა.
მტკვარ−საც ჩას−ძა−ხებს მრის−ხა−ნედ:
„შე−ნაც გა−შა−ლე მკლა−ვი−ა!“

ცაც ხომ ხმას მოს−ცემს მაღ−ლი−თა
მი−წის სი−ცო−ცხლით ფუ−ილ−სა,
მოსქ−დე−ბა წვი−მა ხში−რა−და,
დაბ−ლა მა−ი−ღებს შხუ−ილ−სა;
ზედ და−ეხ−ვე−ვა ელ−ვა−ცა
შა−ვის ღრუბ−ლე−ბის ხუ−ილ−სა.
გუ−ლო, ჩვენც სი−ცო−ცხლეს ვიგრძ−ნობთ,
ლაღს მო−ვი−სურ−ვებთ მღე−რა−სა,
ჩვენც შე−ვუ−ფე−რებთ კი−ჟი−ნით
ყოვლგ−ნივ ბუ−ნე−ბის ლხე−ნა−სა,
ი−მე−დი ბევ−რად სჯო−ბი−ა
უ−აზ−რო ბე−დის−წე−რა−სა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ომის წინ ჯარის სიმღერაგული გავლესოთ გრძნობითა, საცაა დაჰკრავს ნაღარა; ერთი დავსძახოთ ქართულად, ხვალ არ გვეცლება, აღარა; ხვალ გვ...1795 წლის სახსოვრადაგერ ამოდგა აჩრდილი, აკლდამის კარი გაიღო; რა ფრიად შეწუხებულა, ხელში ფრანგული აიღო… მოჰგვარეს ლურჯი ტაიჭი...მწყემსი ქალიდაგძინებია, ქალაო, ლამაზო, ხუჭუჭ-თმიანო, ნეტავი გამაგებინა, რა გესიზმრება, ღვთიანო?! მოფრენა უდაბურს ტყეშ...ნუგეში მგოსნისავნუგეშობ, სწორედ სანუგეშოცა: გულზე მედება ცეცხლის გენია, ქვეყნის სარგოდა ფიქრით გამსჭვალულს ავი მე არა ჩა...ფშაველი ჯარისკაცის წერილიგულ-მკერდიმც აგიყოვდება, დედაო, ია-ვარდითა! თვალებს ნუ ითხრი ტირილით, გულს ნუ ისერავ დარდითა! ვინც დავიჭრ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026