kids.ge logo

ფიქრნი მტკვრის პირას

ფავორიტებში დამატება
წარ−ვედ წყა−ლის პირს სევ−დი−ა−ნი ფიქრთ გა−სართ−ვე−ლად,
აქ ვე−ძი−ებ−დი ნაც−ნობს ად−გილს გან−სას−ვე−ნებ−ლად;
აქ ლბილს მდე−ლო−ზედ სა−ნუ−გე−შოდ ვი−ნა−მე ცრემ−ლით,
ა−ქაც ყო−ვე−ლი ა−რე−მა−რე ი−ყო მო−წყე−ნით;
ნე−ლად მო−ღე−ლავს მო−დუ−დუ−ნე მტკვა−რი ან−კა−რა
და მის ზვირ−თებ−ში კრთის ლაჟ−ვარ−დი ცი−სა კა−მა−რა.

იდაყვ-დაყრდნობილ ყურს უგ−დებ მე მის−სა ჩხრი−ალ−სა
და თვალ−ნი რბი−ან შო−რად, შო−რად, ცის და−სა−ვალ−სა!
ვინ ი−ცის, მტკვა−რო, რას ბუტ−ბუ−ტებ, ვისთ−ვის რას ი−ტყვი?
მრა−ვალ დრო−ე−ბის მო−წა−მე ხარ, მაგ−რამ ხარ უ−ტყვი!..

არ ვი−ცი, ამ დროს ჩემს წი−ნა−შე ჩვე−ნი ცხოვ−რე−ბა
რად ი−ყო ფუ−ჭი და მხო−ლო−და ა−მა−ო−ე−ბა?..
მა−ინც რა ა−რის ჩვე−ნი ყო−ფა — წუ−თი−სო−ფე−ლი,
თუ ა−რა ო−დენ სა−წყა−უ−ლი ა−ღუვ−სე−ბე−ლი?
ვინ ა−რის ი−გი, ვის თვის გუ−ლი ერ−თხელ ა−ღევ−სოს,
და რაც მი−ე−ღოს ერ−თხელ ნატვ−რით, ი−სი ეკ−მა−როს?

თვი−თონ მე−ფე−ნიც უძ−ლე−ველ−ნი, რო−მელთ უ−მაღ−ლეს
არც ვინ−ღა ა−რის, და წი−ნა−შე არც ვინ ა−ღუდ−გეს,
რო−მელთ ხელთ ე−პყრასთ უ−მაღ−ლესი სოფ−ლის დი−დე−ბა,
შფოთ−ვენ და დრტვინ−ვენ და ი−ტყვიან: «რო−დის იქ−ნე−ბა,
ის სა−მე−ფო−ცა ჩვე−ნი ი−ყოს?» და ა−ღიძვ−რი−ან
ი−მავ მი−წისთ−ვის, რაც დღეს თუ ხვალ თვით−ვე ა−რი−ან!..

თუნდ კე−თილ მე−ფე რო−დის ა−რის მოს−ვე−ნე−ბუ−ლი?
მი−სი სი−ცო−ცხლე: ზრუნ−ვა, შრო−მა და ცდა ქე−ბუ−ლი;
მი−სი ფიქ−რი−ა, თუ ვით უ−კეთ მან უ−პატ−რო−ნოს
თა−ვისს მა−მულ−სა, თვის−თა შვილ−თა, რომ შემდ−გომ−სა დროს
არ მის−ცეს წყე−ვით თვის სა−ხე−ლი შთა−მო−მავ−ლო−ბას!..
მაგ−რამ თუ ერ−თხელ უნ−და სო−ფელს ბო−ლო მო−ე−ღოს,
მა−შინ ვი−ღამ სთქვას მა−თი საქ−მე, ვინ სა−დღა ი−ყოს?..

მაგ−რამ რად−გა−ნაც კაც−ნი გვქვი−ან — შვილ−ნი სოფ−ლისა,
უნ−და კი−დე−ცა მივ−დი−ოთ მას, გვეს−მას მშობ−ლი−სა.

არც კა−ცი ვარ−გა, რომ ცო−ცხა−ლი მკვდარ−სა ემს−გავ−სოს,
ი−ყოს სო−ფელ−ში და სოფ−ლისთვის ა−რა იზ−რუნ−ვოს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნაპოლეონნაპოლეონმა გარდმოავლო თვალი ფრანციას, და თქვა: „აბაო ხელმწიფებამ რა შემიძინა?“ და რა იხილა თვისს დიდების ...ხმა იდუმალივისი ხმა არის ეს საკვირველი? რად აქვს გულს ესე ჩუმი ნაღველი? რა ვსცან პირველად წუთისოფელი, დავშთე ადგილი,...ომი საქართველოს თავად-აზნაურ-გლეხთა პირისპირ დაღისტნისა და ჩეჩნელთა, წელსა 1844-სმძღვანელობასა ქვეშე ღუბერნიის მარშლის, თავადის დიმიტრი თამაზის ძის ორბელიანისა ძრწოდე, კავკასო! ახლო არს ...მერანიმირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი, უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი! გასწი, მერანო, შენს ჭენ...ქეთევანზვირთები მოდუდუნებენ, ჭალები ბუჩქნარეობენ, ხშირნი ლამაზთა კიდეთა მჩქეფრად მდინარის ქსნისათა. მიმქრქალებულ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026