kids.ge logo

სარფელი მეთევზე ბავშვების სიმღერა

ფავორიტებში დამატება
ა−ი−და, ა−ი−და,
გას−ცუ−რე, ბა−ი−და,
გა−მო−დი, კე−ფა−ლო,
გა−მო−დი, სტავ−რი−და!
ა−ი−და, ა−ი−და,
მო−უს−ვი, ბა−ი−და,
დელ−ფი−ნი მო−ვარ−და,
ნე−ტა−ვი სა−ი−დან?..
სტავ−რი−დას გა−ი−ტანს,
კე−ფალ−საც გა−ი−ტანს,
ბა−დეს და ბა−ი−დას
გა−ი−ტანს ლა−ზის−ტანს.
ამ ბა−დეს დავ−ტო−ვებთ,
ტალ−ღებ−ზე ე−ფი−ნოს,
ო−ღონდ შენ მოგ−ვეშ−ვი,
კე−თი−ლო დელ−ფი−ნო.
რა მოხ−და ა−სე−თი,
ეს ზღვა რომ გა−ცა−ლე;
სულ შე−ნი არ ა−რის?
ცო−ტა ჩვენც გვა−ცა−ლე!
დღეს ა−რა გვცა−ლი−ა,
ხვალ გე−თა−მა−შე−ბით,
დი−ლი−დან ვთევ−ზა−ობთ
სარ−ფე−ლი ბავშ−ვე−ბი.
დღეს თევ−ზის ნა−სა−ხიც
არ გაგ−ვი−ყი−დი−ა,
გვა−ცა−ლე, გავ−ყი−დით
სტავ−რი−დას, მი−დი−ას.
ტალ−ღე−ბი მო−დი−ან,
ტალ−ღე−ბი მო−დი−ან,
შენ სხვა−გან ი−თევ−ზე,
შა−ვი ზღვა დი−დი−ა.
მობ−რუნ−დი, ბა−ი−და,
მზე ზღვა−ში ჩა−ვი−და.
დელ−ფი−ნი წა−ვი−და,
ა−ი−და, ა−ი−და!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ერთმა პატარა ბეღურამერთმა პატარა ბეღურამ დალეწა რკინის გალია; ასი პეპელა შეჭამა, ორი ათასი კალია, ასი ათასი მუხლუხო, მერე მოს...სახლობანანეტავ სად ხარ, შენს ძებნაში მოვირბინე ეზო, წამო ჩვენთან, სახლობანა ვითამაშოთ, რეზო! რა კარგია, ჩხუბს და ც...მაჩვიგუბაზოულის ჭალაში ატყდა სტვენა და განგაში: წუხელ სიმონას წისქვილთან მაჩვი გაბმულა ხაფანგში, მა რა ეგონა, ...ქურდის ქურდიხათუნამ გულის კანკალით ბებოს მოპარა კაკალი. და როცა კაკალს ჰპარავდა, როცა ხურავდა კარადას, ქილა გაუტყდა მ...გოჭებიდასდევს კუდში მურია ლანძღვითა და გინებით, მთელი ეზო დათხარეს პაწაწინა დინგებით. გუშინ დოქი გატეხეს, ჩაიპა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026