kids.ge logo

ხოგაის მინდი

ფავორიტებში დამატება
ხოგაის მინდი კვდებოდა,
მზე წითლდებოდა, ცხრებოდა,
ცა ჭეხდა, მიწა გრგვინავდა,
სული გვინა ჰხდებოდა,
ჩამოდიდა მაკვლავი,
მთვარეც უკუღმა დგებოდა,
ქორ-შავარდენი, არწივი
სუ მხრებით იხოშებოდა.
მაღლის ჭიხის ნადირი
სატირლად ემზადებოდა,
ცხენი იმისი, ტილი,
ლურჯა ტოტზედა დგებოდა;
ცოლი იმისი, ბეჩავი,
სულ შავად იმოსებოდა;
დედა იმის, საბრალო,
ტირის, აღარა ჰხდებოდა,
მამა იმისი საბრალო,
თმა-წვერით იხოშებოდა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჯარჯიკლდე, ჯიხვის ჯოგის გავლილი, რო ნახო, გაგიკვირდება... იმათ ნაწოლსა, ნადგომსა, თოლი არ მაეკიდება. ფეხ რო მა...ომში წასვლა მას უხარისომში წასვლა მას უხარის, ვისაც კარგი ცხენი ჰყავსო, დაბრუნება და შინ მოსვლა, ვისაც კარგი ცოლი ჰყავსო....მუმლი მუხასაომუმლი მუხასაო გარს ეხვეოდაო, მუმლი ჰქრებოდაო, მუმლი წყდებოდაო, ხე არ ხმებოდაო. მუმლი მუხასაო გარს ეხვეოდა...ვინ უფრო გიყვარს?- ვინ უფრო გიყვარს, გოგიტა? - ის, ვინც ბევრ კანფეტს მომიტანს! - ვინ უფრო გიყვარს, ხათუნა? - თოჯინა თვალებ...მამულომამულო, შენთვის მოვკვდები, შენთვის ჩავიცვამ შავსაო, შენ შემოგწირავ სიცოცხლეს შემოგევლები თავსაო....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026