kids.ge logo

საქართველო

ფავორიტებში დამატება
ვისაც უყვარს საკუთარი სამშობლო და მინდორ-ველი,
ვინც არ უნდა იყოს იგი - ფინელი თუ ინდოლი,
ვინც გლეხია,
ვინც მუშაა,
ვინც სიმართლის მძებნელია -
საქართველო არ უყვარდეს - ყოვლად შეუძლებელია!

კიდევ უფრო, კიდევ უფრო იღორძინე, საქართველო,
კიდევ უფრო ბევრი შვილი გამოზარდე სასახელო,
კიდევ ერთი რუსთაველი,
კიდევ ერთხელ აამღერო;
შენც იხარო -
ჩვენც გვახარო, -
გამხნევდე და გაგვამხნევო,
გევალება,
საქართველოვ!
შეგიძლია,
საქართველოვ!
გაგიმარჯოს,
საქართველოვ!
„მარიკოს ჭიამაია“
ნახატის ავტორი:
მარიამი გუნჯუა (4 წლის და 8 თვის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული მუხრან მაჭავარიანის ლექსი „საქართველო“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026