kids.ge logo

ომის წინ ჯარის სიმღერა

ფავორიტებში დამატება
გუ−ლი გავ−ლე−სოთ გრძნო−ბი−თა,
სა−ცა−ა დაჰკ−რავს ნა−ღა−რა;
ერ−თი დავს−ძა−ხოთ ქარ−თუ−ლად,
ხვალ არ გვეც−ლე−ბა, ა−ღა−რა;
ხვალ გვინ−და ცე−მა მტრი−სა−და,
ხმლის ქნე−ვა, ფა−რის ფა−რე−ბა,
შა−ვის, შავ−ხა−ლის ხანჯ−რი−სა
მტრი−სად გულ-ღვიძლში ტა−რე−ბა.
სისხ−ლის სმა ღვი−ნის მა−გივ−რად,
ცხენ−თა ფი−ცხელ−თა მა−ლე−ბა.
და−ე, ი−ტი−რონ დე−და−თა
შვილ−თა ლაშ−ქარ−ში წასვ−ლა−ზე:
ან ვი−სა−ხე−ლოთ, ან გავ−წყდეთ
ომ−ში პირ−ვე−ლად ჩასვ−ლა−ზე.
ი−ხი−ლოს მი−წამ მშო−ბელ−მა:
გუ−ლი გვაქვს პა−პა−თე−უ−ლი,
სისხ−ლი გვი−ფუ−ის ძარღ−ვებ−ში,
სისხ−ლი ლაშქ−რო−ბას ჩვე−უ−ლი,
მკლა−ვიც გვაქვს შამ−ქორს ნა−ცა−დი,
ა−რა ვართ გა−მორ−ჩე−უ−ლი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გულო, რას დაჰღონებულხარგულო, რას დაჰღონებულხარ, რას იბურები ნისლითა? განა სულ ესრე ვიქნებით დაკრუნჩხვილები ყინვითა! ჩქარა ზაფხულ...პაპიჩემის ანდერძიშვილო, რად სტირი ნეტარა, რა უბედობა გეწვია? ჭირში ყოფნის დროს გაძლება მუდამ ვაჟკაცის წესია! ვაჟკაცს არ შვ...ღამე მთაშიდაღამდა… წვრილნი ვარსკვლავნი აყვავდენ, დასხდენ ცაზედა; მთვარე კი ჯერ არსადა სჩანს, არ დაგვნათოის თავზედა,...ცაზე იარე, მთვარეოცაზე იარე, მთვარეო, მზეო, აბძანდი-დაბძანდი!.. მთებო, იშიშვლეთ გულ-მკერდი, ხან მოიხვიეთ ნაბადი... დაწვიმე,...არწივიკარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო, ნათქვამი არა გვცხვენოდეს, მსმენლის გულს აბორგოვებდეს, არავის არა სწყენოდე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026