kids.ge logo

ორი ვედრება

ფავორიტებში დამატება
I
"ჩემს მამულზედ უკეთესი სად არი?
გია თვით სამოთხისა სადარი;
მაგრამ ვაი, რომ მის ჭვრეტით ვერ ვტკბები,
უცხო-უცხო მხარეებში ვბერდები!
ოჰ, განგებავ, მისმინე ეს ვედრება:
თუ სამშობლოს ხილვა აღარ მერგება,
მომკალ ბარემ, - რაც ვიტანჯე, მაკმარე
და მკვდარს მაინც იქ მაღირსე სამარე!..

II
"ჩემს სატრფოზედ უკეთესი ვინ არი?
გია თვით ანგელოზი მცინარი;
მაგრამ ვაი, რომ მის ჭვრეტით ვერ ვტბები,
მისს ალერსსა მოკლებული ვბერდები!
ოჰ, განგებავ, მისმინე ეს ვედრება:
თუ საყვარლის ხილვა აღარ მერგება,
მომკალ ბარემ, - ტანჯვას გადამარჩინე
და მკვდარს მაინც მის ცრემლი დამადინე!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ღრუბლები და მთვარეერთხელ ღრუბელთ გადასწყვიტეს, დააბნელონ ბადრი მთვარე (სჩანს, შეშურდათ მის სიტურფე სინაზე და სინარნარე!); შ...ყინულიერთ ზამთარის დილას პატარა ბავშმა ნახა, რომ ყინულიც მზეზე ბრჭყვიალებს, საწვიმარ ღარზედა ჩამოკიდული, და უთხ...მთასნეტა შენ, მთაო, ცას რომ სწვდება შენი მწვერვალი, ღრუბლებს ზევიდან თეთრ-სპეტაკად გამომზირალი, და დგეხარ შენ...მე პატარა ქართველი ვარმე პატარა ქართველი ვარ, კავკასიის მთების შვილი და განცხრომით სხვაგან ყოფნას მირჩევნია აქ სიკვდილი! ქართლ-...სამშობლოსმაშ ასე, ჩემო სამშობლოვ, უნდა მოგშორდე, ეს არი და სხვაგან გადავიხვეწო, მარადის შენთვის მკვნესარი! მშვიდობ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026