kids.ge logo

ციცინო

ფავორიტებში დამატება
სასეირნოდ გაუშვა
თოვლში ბებომ ციცინო:
-არ იცელქო, იცოდე,
რაფერი იტკინო!
---
ბებომ ასე შეფუთა
გოგო ერთი ციდა:
სქელი ქურქი ჩააცვა,
სამი წყვილი წინდა.
თათმანები-
რი წყვილი,
ღუნღულა და
თბილზე თბილი.
შეკრულია ყველა ღილი,
არც ყური ჩანს
და არც ცხვირი!
ბოტი მშრალი,
ცხრა საცვალი
და შარვალი
თი ცალი!
ქუდმა დაფარა თვალი!
მოახვია თან თავშალი-
ციდა გოგო
გახდა მრგვალი...
---
გაბერილა ბურთივით-
ვეღარ დადის ციცინო,
როგორ უნდა იცელქოს,
როგორ უნდა ირბინოს?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თოვლის ბებოს სიმღერათოვლის ბებომ თოვლის ძაფით ბევრი ქსოვა, ჭრა და კერა, თანაც ასე ჩაიმღერა: -რერო რერა! რერო რერა! საჩუქრები ...ავტომანქანადათუნიამ იყიდა ლურჯი ავტომანქანა, ვერაფერი გაუგო- აქეთ-იქით აქანა. მიეხმარა კოდალა, დაშალეს და აკეთეს- ხა...მხატვარიკედელზე ცხენი ხატია, იატაკზე კი - ძაღლები, მოხატულია ფანჯარა, მოხატულია კარები. მზე ახატია სავარძელს და ვ...გოზინაყისაახალწლოდ ციყვს ბაზარში უყიდია თხილი, დათვმა თაფლი მოიტანა ორი დიდი ქილით, გააკეთეს გოზინაყი და მიირთვეს...ალილოშობა გათენებულაო! მოვიმღერით ალილოს! სულ წაგეღოს ყველა დარდი, ძველო წელო, ჩავლილო! დაგებედოთ სიყვარული გზ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026