kids.ge logo

ბებოს და ბაბუს ჯვრისწერა

ფავორიტებში დამატება

ბებიამ და ბაბუამ გადაწყვიტეს ჯვრისწერა,-
ბებო კაბას ყიდულობს, ბაბუ- ჩოხას იკერავს.
მხირულობს ოჯახი, მოვრთეთ ყველა ოთახი.
ხვალინდელი სტუმრობა სულ არ არის ხუმრობა.
მამა ვარდებს მიართმევს, დედა მძივებს აჩუქებს.
მე კი უკვე დილიდან ერთი კითხვა მაწუხებს:
ბებო! უკვე უთხარი ბაბუს შენი თანხმობა?
ჯვარს ვერაფრით დაწერთ,- ცოლობა თუ არ გთხოვა!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

„მკურნალები“მე და ჩემი ძამიკო როცა ვსტუმრობთ ბებიას,- ბაბუს ასე გასძახებს: ექიმები გვეწვია! ისიც უცებ მხარს უბამს, მკ...ჩურჩხელაგემრიელი ნუგბარია, ჩვენში უყვარს თითქმის ყველას. ჭკუას გმატებს, ძალას შეგძენს ნიგვზიანი ეს ჩურჩხელა. თევზ... სათამაშო მობილურიგუშინ დედამ მომიტანა მობილური ტელეფონი, ზარები აქვს მხიარული და ფერადი ახლავს ფონი. პატარაა, ვარდისფერი, ...ბრძენი პაპას სიტყვებითუკი კარგი შვილი ხარ, სწავლა არ გეზარება, მაშინ შენი სიკარგით სამშობლოც გეყვარება. თუ შენს მეგობრობაში ეჭ...ტყის მეგობარიტყის ქომაგი გამოვა უსათუოდ კახუნა, უყვარს სოფლად ყოფნა და იცის ფლორა-ფაუნა. ამას წინათ, ჩვენს ტყეში ბავშვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026