kids.ge logo

შემოდგომა

ფავორიტებში დამატება

შე−მოდ−გო−მა შე−მო−სუ−ლა,
ეს რამ−დე−ნი ფე−რე−ბი−ა,
ღირ−სე−უ−ლი მო−სა−ვა−ლით,
ქე−ბა შეუფე−რე−ბი−ა.

სად ყურ−ძე−ნი იკ−რი−ფე−ბა
სა−დღაც მაჭ−რის დუ−ღი−ლი−ა,
სა−დაც კი არ გა−ი−ხე−დავ
ყველ−გან შრო−მის ქუხილია.

ზვრების თავ−ზე, წკრი−ა−ლა ხმით
ფან−დურს უკ−რავს ბი−ჭი ლა−ლე,
და−ამ−ღე−რებს ვაჟ−კა−ცუ−რად:
_შე−მოდ−გო−მა გენაცვალე!

რა კარ−გი−ა შე−მოდ−გო−მა,
ეს ხე−ე−ბი თავ−დახ−რი−ლი,
უ−ამ−რა−ვი სა−სუს−ნა−ვი,
მრა−ვალ−ფე−რო−ვა−ნი ხილი,

ბებოს დაჭ−რილ ჩა−მი−ჩებს
მზე გაგ−ვიშ−რობს თა−კა−რა
თხი−ლიც ძაფ−ზე ა−ვაც−ვით,
მო−ვა−დუ−ღეთ თათარა,

ამოვავლეთ ჩურ−ჩხე−ლა
გა−საშ−რო−ბად გავ−კი−დეთ,
სხვენ−ში ხილს შე−ვი−ნა−ხავთ
ა−კი−დო−საც დავკიდებთ.

ამ ყვე−ლაფ−რის შემ−ყუ−რე
ხა−რობს შრო−მის ამ−ქა−რი
ლა−ლე ფან−დურს ჩა−მოჰკ−რავს
არ ა−ში−ნებს ზამთარი.

ბებო ლო−ცავს ღი−მი−ლით,
შენ ი−ხა−რე მრა−ვალ წელს,
ამ თხი−ლით და ჩურ−ჩხე−ლით
მო−გი−ლო−ცავ ა−ხალ წელს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხუთი თითი - მუჭახუთი თითი გაშლილი, ხუთი თითი მუჭა, ბავშვებს იხმობს თავისთან, ბიჭი თმახუჭუჭა. ლოყები აქვს წითელი, ბალს ჭამ...სკოლისაკენ!დილით ადრე ამდგარმა მოგიძღვენით სალამი, ჩავალაგე ჩანთაში წიგნები და კალამი. უკვე წავალ სკოლაში მეგობერები...საათიტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ... ისმის კედლის კუთხიდან, გუგული კი გადმოგვძახებს პაწაწინა ყუთიდან. ეს...ზამთარიზამთარში თოვლს და სიცივეს ველოდით აქაურები, სასრიალოდ კი მზადა მაქვს ციგა და თხილამურები. შემოდგომაც გავა...ველოდებით ახალ წელსშემოდგომის მაგივრად შემოსულა ზამთარი, მახარობლად მობრძანდა თოვლის ფიფქთა ამქარი. მოიბუზნენ ჩიტები, გულწით...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026