kids.ge logo

საახალწლო საჩუქარი

ფავორიტებში დამატება

გა−და−პენ−ტა ფიფქ−მა ე−ზო, გა−რეთ გასვ−ლა უნ−და რე−ზოს.
- გახ−ვე−ლებს და სი−ცხე გი−წევს და სა−წოლ−ში უნ−და იწ−ვე! -
ე−უბ−ნე−ბა მშვი−დად ბე−ბო, გა−უ−რი−ა რძე−ში ერ−ბო,
- და−ლი−ე−ო! - და−ა−ძა−ლა, სუ−ლის მოთქ−მა არ ა−ცა−ლა.
ჩა−მო−აც−ვა ფეხ−ზე წინ−და, მე−რე ცხვი−რი მო−უწ−მინ−და...
რე−ზო უფ−რო ასლუკუნ−და, ე−ნატ−რე−ბა ცი−გა, გუნ−და...
უნ−და გა−რეთ, უნ−და თოვლ−ში... ა−ღარ უნ−და რძე და ბორ−ში!
და თუ გჯე−რათ სას−წა−უ−ლის, გა−გისკ−დე−ბათ ახ−ლა გუ−ლი.
აქ რა უნ−და წი−თელ კა−ბას? ვინ დგას მის წინ? - თოვ−ლის პა−პა!
საკ−ვა−მურ−ში ჩაძვ−რა, ჰო−და, ბე−ბოს წასვ−ლას და−ე−ლო−და...
და ბუხ−რი−დან ჩა−მომხ−ტარ−მა ჩვე−ნი რე−ზო გა−ა−ხა−რა...
მარ−ტო პა−პა ი−ყო გა−ნა? სა−ჩუქ−რე−ბიც მო−ი−ტა−ნა...
რე−ზო ი−სე გა−ხა−ლის−და - და−ა−ვი−წყდა „გა−რეთ მინ−და!“...
და კარ−გად რომ და−აკ−ვირ−და, ა−ხი−თხით−და და აყ−ვირ−და...
ა−უძ−გერ−და ი−სე გუ−ლი... ბე−ბო ი−ყო გა−დაც−მუ−ლი...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სწრაფი ბაჭია ბედურაერთი თეთრი ბაჭია ბაღიდან გამოიქცა, აბა, ეს რა წესია, მგონი ცუდად მოიქცა. დაედევნა დარაჯი, მიჰყვნენ მასწავ...ქუდი ქარშინოემბრის ქარბუქს მიჰქონდა ქუდი, მისდევდა გოგო, ცელქი და ურჩი. - შეიკარიო! - სთხოვა დედიდამ. - ქარი იქროლე...დევიდევი რისი დევია, თუ არ დაიღრიალა, დევი რისი დევია, გრგვინვით თუ არ იარა. მერე რა რომ ზორბაა, ატყორცნილა მ...საახალწლო სურვილიახალ წელს ალბათ ჩავიცვამ თბილად, დიდად არ მიყვარს ქუდი და კაშნე... გარეთ დავუცდი თოვლის ბაბუას, ზოგჯერ შე...* * *მომილოცე და მაკოცე გამო გარეთ ფიფქი ცვივა, აჰა ქუდი, აქა ქურქი გაგიჟდები ისე ცივა. მომილოცე თოვლი მოდის, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026