kids.ge logo

დათვი და ფუტკრები

ფავორიტებში დამატება

დათ−ვი
“- ცო−ტა თაფ−ლი მი−წი−ლა−დე
დე−დო−ფა−ლო ბზუ−ი−ლა!
ნუ მე−ტყვი, რომ ამ−ხე−ლა გზა
ვი−ბაჯ−ბა−ჯე ტყუილად”.

ფუტკარი
“- შე მსუ−ნა−გო, ჩვენ სულ ვშრო−მობთ,
შენ კი არც გვეხ−მა−რე−ბი,
ეს ზამ−თა−რიც გა−იყ−ვა−ნე
ძი−ლი−თა და მთქნარებით”.

დათ−ვი
“- ა−ბა რო−გორ და−გეხ−მა−როთ,
წამ−ში მკბენთ და მი−ცი−ლებთ,
ბო−ლოს დრუნჩ−ზე რომ მიკ−ბი−ნეთ, 
დიდ−ხანს ვერც გავიცინე”.

ფუტკარი
“- მე−რე რა, რომ ფუტკ−რე−ბი ვართ,
სულ არ გვინ−და გიკ−ბი−ნოთ,
მაგ−რამ, რო−ცა თაფლს გვართ−მე−ვენ
რო−გორ უნ−და ვითმინოთ?”

დათ−ვი
“- ჩემ−ზე რომ ხართ ნა−წყე−ნე−ბი,
უ−სი−ტყვო−დაც ვი−ცო−დი,
ჩემს პა−ტა−რა ბე−ლებს ში−ათ,
თო−რემ არც მოვიდოდი”.

ფუტკარი
“- კარ−გი, მო−დი და ბო−ლო−ჯერ,
შვი−ლე−ბისთ−ვის წა−ი−ღე,
მაგ−რამ კბე−ნა არ აგც−დე−ბა
ხმა-კრინტი თუ გაიღე!!!”

დათვმა დი−დად გა−ი−ხა−რა,
ბუ−ნა−გის−კენ გა−იქ−ცა,
დრო გა−ვი−და, მუ−ქა−რა კი
რე−ა−ლო−ბად არ იქ−ცა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სიმღერებით სწავლაგაკვეთილებს სულ ღიღინით წავიკითხავ ნელა. სწავლას გართობაც უხდება, ალბათ იცით ყველამ....ბაღში მივდივარაი, ბაღში მივდივარ, გავამზადე ჩანთები, მასწავლებელს გავიცნობ, ყვავილებით დავხვდები. სხვა ბავშვებთან შეხვე...ოჯახური ახალი წელიამ ახალ წელს მე და დედამ ერთად მოვრთეთ ნაძვის ხე, მგონი სხვა დროს არ ყოფილა ჯერ ასეთი კარგი დღე! მამიკონა...მომავალი ტიკტიკამერე რა, თუ ყველა სიტყვას დიდებივით ვერ ვამბობ, რასაც ვითხოვ, მაინც ხვდებით, ჰოდა,რატომ ვიდარდო?! თუკი ჩე...კეკე-ბეკეკეკე ბეკე მიიწვიეს დაბადების დღეზე, სიხარულით არ შეეძლო ფიქრი სხვა რამეზე. დედიკომაც გამოპრანჭა, მიაცილა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026