kids.ge logo

ჩხირკედელა

ფავორიტებში დამატება

ჩხირკედელა შემარქვეს,
ყველა ასე მიწოდებს,
მაგრამ მამა ბრაზდება,
რატომ,ნეტა ვიცოდე!

მამაც ზუსტად ასეთი
ცელქი ბავშვი იყო და
არ ეგონათ თუ ჩემზე
საყვედურებს იტყოდა.

ბებო მუდამ ამშვიდებს:
"სულ ტყულად ღელავო,
ხომ არაფერს აშავებს,
სე ჩხირკედელაობს!"

რა ვქნა,დაშლა-აწყობის,
შეკეთების ნიჭი მაქვს,
ზედმეტსახელს ვამართლებ,
ჩხირკედელა ბიჭი ვარ!!!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შეჯიბრება ჭამაშიმე და გაბი შეგვაჯიბრეს წიწიბურას ჭამაში, თუმცა სულ არ მოგვეწონა ეს ახალი თამაში წიწიბურა რომ არ მიყვარს დ...პატარა მეფეაი, უკვე მერამდენედ გადავწყვიტე მეფობა. ვიცი, ჩემი სიმამაცე ამისათვის მეყოფა. მომინატეთ გვირგვინი და აბრე...დედა ყველა ფერია- რა ფერია დედის გული? - ფანტელივით ფითქინა. - როგორია დედის მზერა? - ვარსკვლავივით ციმციმა. - რა ფერია დ...თავნება ფისოთავნება და მსუქანა მომიყვანეს ფისო, “ეს გვაკლდაო” - ბებომ თქვა - “მეტი რა გვიჭირსო&rdqu...ბაქიბუქა ბაჭიაბაჭია გმირულ ამბებით მეგობრებს მუდამ აოცებს, ფეხზე დამდგარი ჰყვება და თან მათ სახეებს ამოწმებს. "- აბა მტ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026