kids.ge logo

ჩემი უფროსი დაიკო

ფავორიტებში დამატება

ყო−ველთ−ვის წიგ−ნებს რომ უ−ზის
ჩე−მი უფ−რო−სი და−ი−კო,
თა−მაშს რო−ცა ვთხოვ,არ იმჩ−ნევს,
თით−ქოს−და ხმა ვერ გა−ი−გო.

და ა−მის მე−რეც კი უკ−ვირთ
რა−ტომ ვუ−მა−ლავ რვე−უ−ლებს,
რა−ტომ ვუ−ჯღაბ−ნი ნა−ხა−ტებს,
ფე−რე−ბით გა−მორ−ჩე−უ−ლებს.

ნე−ტავ ამ−დე−ნი წიგ−ნე−ბი
ერთ−ბა−შად გა−მო−ე−ლი−ოს,
მე−რე კი ჩემ−თან თა−მა−ში
მის გეგ−მებს გა−მო−ე−რი−ოს.

მეც მი−მიყ−ვა−ნენ სკო−ლა−ში,
ვის−წავ−ლი წიგ−ნის წა−კი−თხვას,
თა−მა−შის თხოვ−ნით და−ი−კო
მა−ლე თვი−თონ მო−მა−კი−თხავს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ემიგრანტი სპილო"ტკბილი სახლიც იქ დამრჩა და მეგობრებიც, შვილო!" __სპლიყვს უყვება სამშობლოზე ნაღვლიანი სპილო. სპლიყვი ამბო...კარგად უნდა ვისწავლოდილით ადრე გაღვიძება არ ყოფილა ადვილი, მაგრამ სკოლაში მელიან მეგობრები ნამდვილი. თოჯინებთან განშორება დრო...დათვი და ფუტკრებიდათვი “- ცოტა თაფლი მიწილადე დედოფალო ბზუილა! ნუ მეტყვი, რომ ამხელა გზა ვიბაჯბაჯე ტყუილად”. ფ...დედიკო-ყვავილიიცით ჩემი დედიკო რა თბილია, რა ნაზი? სად ვეძებო ყვავილი დედიკოზე ლამაზი? სად არჩევენ ყვავილებს დედებისთვი...ბაღში მივდივარაი, ბაღში მივდივარ, გავამზადე ჩანთები, მასწავლებელს გავიცნობ, ყვავილებით დავხვდები. სხვა ბავშვებთან შეხვე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026