kids.ge logo

სხარტი ქურდბაცაცა

ფავორიტებში დამატება

ბებომ ჩურჩხელებისათვის
გადამალა თხილი,
ცის რა მსუნაგიცა ჰყავს
ციცქნა შვილიშვილი.

ზუკას უთხრა: " - აღარ არის,
წაღია თაგვსო",
ბავშვმაც მხრები აჩეჩა
" - ჯავრი არა მაქვსო"

დრო გავიდა, იქცედა
ზუკა სანაქებოდ,
რთველის შემდეგ ფელამუში
მოდუღა ბებომ.

მერე სამალავის კარი
გამოღო მშვიდად,
მაგრამ, ვაი, თხილი უკვე
მოეპარათ წმინდად.

ეჭვმიტანილს დაძახა,
ბიჭმაც მოირბინა,
ჰკითხა: " - დამალული თხილი
ვინ შეჭამა, ვინა?"

ზუკას სხარტი პასუხისთვის
არ დასჭირდა წამი:
"- აკი,თაგვმა წაღოო?!"
დაიძვრინა თავი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მშრომელი ფუტკარიიცინიან, თამაშობენ მინდვრად ციცქნა მწერები, ფუტკარი კი მხოლოდ შრომობს, მოიფრინა ველები. ეძახიან მეგობრები...აბეზარი მამალიხეზე რომ შემომჯდარა ჩემი ბებოს მამალი თავს იწონებს ქათმების უთვალავი ამალით. მაგრამ თურმე ნუ იტყვით ყველა...ჩემი უფროსი დაიკოყოველთვის წიგნებს რომ უზის ჩემი უფროსი დაიკო, თამაშს როცა ვთხოვ,არ იმჩნევს, თითქოსდა ხმა ვერ გაიგო. და ამ...სამშობლოს მოგზაურიბაბუ ხშირად მიყვება რაც თავს გადახდენია, მითხრა “- ჩვენი ქვეყანა მართლაც მშვენიერია”. “...დათვი და ფუტკრებიდათვი “- ცოტა თაფლი მიწილადე დედოფალო ბზუილა! ნუ მეტყვი, რომ ამხელა გზა ვიბაჯბაჯე ტყუილად”. ფ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026