kids.ge logo

ტარო ბიჭი მედოლე

ფავორიტებში დამატება

დამტიპიტო, დიმტიპიტო,
დამტიდიმტი - დარო!
პარტყუნებს დოლს დილიდან
ტარილი - ტარო,
თან იძახის:
მომისმინეთ,
რა მედოლე ვარო!

კი, ბატონო, მოვუსმინეთ...
არც სიმღერა, არც დავლური,
სულ ეს იყო - შინ და გარეთ,
დოლს გაჰქონდა პარტყაპურტყი...

ტაროს დოლის დიმტიდარო,
მოისმინეს ტყეშიც თურმე.
ციყვი ამბობს:
`მაგ უქნარას დოლის პარტყუნს
როგორ უსმენთ, უმეე?!~

საარწივეთში მიცვივდნენ მდურვა-ფხაკუნით კურდღლები:
`მაგ წარამარა პარტყუნში ვერ ვაძინებთო ბაცაცებს,
თვალი რომ ჩვენზე გიჭირავთ, მიდით, და თუ მაგრები ხართ,
ტარო ბიჭს დოლი ასწაპნეთ!~

ვინ იფიქრებდა თუ დათვსაც დასჩემდებოდა ბუზღუნი:
`მაგ დოლის დიმტიპიტოსგან, თავში გამიდის ზუზუნი,
არ იქნა, სწორედ მას აქეთ ვეღარ გავსულვარ წაბლზე,
არ მიმიყვანოს, უთხარით, თორემ იმ დიმტიპიტოდამპიტოს,
ჩამოვაფხრიწავ თავზე!~

რიქათ! -
დაჰკრა ფეხი და მელია ბიჭთან მივარდა შუშპარით:
`- ასე და ასე ვუზამო, მიდი ბიჭთანო და უთხარი!~
- არ გირჩევ დათვთან მტერობას, სიფრთხილე გმართებს დიდი,
დე, აღე ეგ დოლი და მელიებს გვაჩუქე, მიდი,
შენც დაისვენებ, ჩვენც დავისვენებთ,
დოლიც დაფხრეწას ასცდება,
დათვი კვლავ წავა წაბლზე და,
ვითომ არაფერიც არ ხდება.

დამჯერი ბიჭი გამოდგა
ჩვენი მედოლე ტარო,
დათვი რომ დაკვრას მიკრძალავს, რისი მედოლე ვარო,
- აჰა, ბატონო, წაღე,
რა მოხდა, დიდი ამბავი,
ღონდ დათვს ასე უთხარი:
ცოდეს, მეც გავიზრდები და
ნახოს, თუ არ გავუტეხო, თავი!..

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ბონდო მაცაბერიძის სხვა ლექსები:

მამალისა და კრუხის წაკიდება
კრუხმა ამოსხა ბუდიდან
სულ სამად-სამი წიწილა....
ბეკეკა და კესო
წარამარა კამათი აქვთ,
ბეკეკას და კესოს;...
ლექსი ძილის მოყვარულ ბიჭებზე
კაკ, კუკ,
კაკ, კუკ _ კაკუნის ხმა ...
ტყუილი განგაში
შეიქმნა ერთი ჩოჩქოლი;
მითქმა-მოთქმა და ყიჟინა,...
საქათმეზე გასაკრავი ლექსი
არ იფიქროთ, რომ მელიებს
მოატყუოთ რამე....
„ბეჰემოთი“
ნახატის ავტორი:
იოანე ჟორჟოლიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ბონდო მაცაბერიძის ლექსი „ტარო ბიჭი მედოლე“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „ტარო ბიჭი მედოლე“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ელბაქიძე:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ იუმორი

წაახალისეთ ბავშვი, გამოიყენოს იუმორი სტრესის შესამცირებლად.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

„მოფარფატე პეპელა“
ნახატის ავტორი:
ქეთევან გვარმიანი (11 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები მეგობრებზე და მეგობრობაზე

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები მეგობრებზე და მეგობრობაზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები მეგობრებზე და მეგობრობაზე

გალაკტიონ ტაბიძე
ხელები

გალაკტიონ ტაბიძე

საყვარელ ხელებს შეშლილივით დავეწაფები,
ბროლის თითები, მზისგან სავსე ღვინით,...
ნინო მზესელი
ინტერნეტი ტყეში

ნინო მზესელი

კომპიუტერს თუ არ სწყალობ
და არ იცი უცხო ენა,...
ილია ჭავჭავაძე
ხმა გულისა

ილია ჭავჭავაძე

ჩუმ მაღნარშია წამოწოლილი
ვიყავ, ზედ მედგა ხის უხვი ჩრდილი,...
აკაკი წერეთელი
სანამ ვიყავ ახალგაზრდა

აკაკი წერეთელი

სანამ ვიყავ ახალგაზრდა
და სიამით ძგერდა გული,...
გალაკტიონ ტაბიძე
რა ცაა!

გალაკტიონ ტაბიძე

შეხედე, რა ცაა! -
ეს არის, რაცაა!...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026