kids.ge logo

ჩოჩორი

ფავორიტებში დამატება

დაბაკუნობს მინდორში
საყვარელი ჩოჩორი,
თავი მოაქვს კიტრივით
-შეუჭრია ქოჩორი.
ნეტა ვინ შეუკრიჭა
სე კოხტად,ლამაზად?
მგონი ჩვენი ჩოჩორი
მელამ გალამაზა.
მელაკუდა დალაქმა
თხებსაც შეჭრა ქოჩორი,
მაგრამ სად ისინი და
სად ლამაზი ჩოჩორი?!
თხები შურით აივსნენ,
მოწამლეს ფიქრები
-დიდი რომ გაიზრდები
ყურშა ვირი იქნები.
-არც თქვენ გალამაზდებით,
რომ ჩაგაცვან ფარჩები,
წვერცანცარა თხები ხართ
და მასეთად დარჩებით!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ციყვი „მარდი“თბილ ბუხართან მიცუცქულა კუდფუმფულა ციყვი „მარდი“, ყბა აუკრავს საცოდავად, იქვე უდევს შოკოლადი....მამაცი ლეკვიწვიმდა და ყველა გარბოდა სადღაც, აგერ, ეზოში,ჩვენს კოხტა ბაღში, წვიმის წვეთებში ამოლუმპული წიწილა, ლეკვთან...წინასაახალწლოფიფქმა თავი გამოყო უზარმაზარ ღრუბლიდან, გაეშურა მიწისკენ- გზაში დავლურს უვლიდა. იფარფატა,იბრუნა, იქროლა დ...კატა და თაგუნაგუშინ თაგვი შევნიშნე, სახლის ბოლოს კუთხეში. აქეთ კატა დარბოდა, მსუნაგი და უხეში. შეამჩნია თაგუნა ძველ პურ...შემოდგომამზისფერი და ოქროსფერი, ხვავიანი,ლამაზი, წელიწადის დროებს შორის ბრწყინავს ,როგორც ალმასი. თათარით და ჩურჩხ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026