kids.ge logo

ბუნების ენა

ფავორიტებში დამატება
რას ჭიკ−ჭი−კებს ის მერ−ცხა−ლი,
რას ჟღურ−ტუ−ლებს ნე−ტავ ,ნე−ტავ?
ლა−მა−ზი და მყა−რი ბუ−დე,
ა−ი−ვან−ზე გა−ი−კე−თა,
ხუ−თი ბარ−ტყი რომ და−ჩე−კა,
და დაზარდა,-ჩუმად ვხე−დავ,
ალ−ბათ,-ლაღად იფ−რი−ნე−თო,-
ლო−ცავს ბარტყებს,ჩიტი-დედა.
ან ნი−ა−ვი რას ჩურ−ჩუ−ლებს?
რას უ−ამ−ბობს ვარდს არ ვი−ცი?
ია,მოკლე ლურ−ჯი კა−ბით,
სირ−ცხვი−ლი−თა რა−ზედ იწ−ვის?
ან იმ ვაზ−სა რა−ღა უნ−და?-
ჩაჰ−ხუტ−ვი−ა ჭი−გოს მაგ−რად,
ღაწვ−ზე ცრემ−ლი დაჰ−კიდ−ვი−ა,
მი−ა−ტე−ხეს ლერ−წი ალ−ბათ.
ან ის კრუ−ხი რას ქოთ−ქო−თებს,
წი−წი−ლებ−სა უხ−მობს მას−თან?
ცდი−ლობს ხი−ფათს ა−ა−ცი−ლოს?
ახ−ლოს არ უშ−ვებს კა−ტას−თან,
ვის უმ−ღე−რის ა−სე ნა−ზად,
ტოტ−ზე მჯდა−რი ის ბულ−ბუ−ლი?
ან მდი−ნა−რე რას მოგ−ვი−თხრობს?-
მეს−მის მშვი−დი წყლის დუ−დუ−ნი.
ან ზღვა რა−ზედ ა−ბო−ბოქრ−და,
ვა−წყე−ნი−ნე მე მას ნე−ტავ?
ზვირ−თებს ისვ−რის გულ−მო−სუ−ლი,
მი−კა−რე−ბას ვე−ღარ ვბე−დავ.
ან ჟუ−ჟუ−ნა წყნა−რი წვი−მა,
რას უ−ამ−ბობს გამხ−მარ მი−წას?
რა ტკბილ ზღა−პარს ე−უბ−ნე−ბა,
ნა−კა−დუ−ლი მთას რას ჰფი−ცავს?
შენ ტო−რო−ლავ,- სის−ხამ დი−ლით,
ნე−ტავ რა−ზედ, რა−ზედ მღე−რი?
გე−მის ქიმ−ზე ჩა−მომსხდ−რე−ბი,
რა−ღას ბჭო−ბენ თო−ლი−ე−ბი,
მე ბუ−ნე−ბის ე−ნა მინ−და,
რომ მეს−მო−დეს მი−სი ნე−ტავ,
რომ გა−ვი−გო ტყის ნა−ნი−ნა,
და ჩურ−ჩუ−ლი ბა−ლახ - ხე−თა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სუფთა ღრუტუნიაბინძური და ლაფიანი, დაძუნძულებს თხრილ-თხრილ ღორი, სურვილი აქვს ღრუტუნიას, არა ბევრი, ორად ორი. რომ ეს ჭუჭ...ბრძენი კაციათებით და მზეებით, სულ გამევსო რვეული, ცხოველნიც შევისწავლე, შინაურ, გარეული, ასამდე თვლას რა უნდა? სამჯე...ნუცა და კამფეტებიმამამ ნუცას ნუგები და შოკოლადი მოუტანა, ნუცამ ჩუმად,მარტოკელამ აკნატუნა თან და თანა. აბა მითხარ საქციელი,...ლიკა და სარკელიკა გუშინ ავად გახდა, არ გაუშვეს დღესაც ბაღში, მშობლები კი მუშაობდნენ, მარტოდ დარჩა გოგო სახლში. მოეწყინ...სერობანაბებო ზის და უცქერს შორეთს, დაზურვია მხრები წლებით, ხან, პაწიებს გამოჭვრეტს და ხანაც, გართულია თვლემით. შვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026