kids.ge logo

კარგად მომხვდა...

ფავორიტებში დამატება

დაბანეო კნუტი-
დამიბარა დედამ,
-კარგად გასაპნეო,
გაშავდაო, ხედავ?

სიმართლე რომ გითხრათ
ძლიერ დამეზარა,
რად ისვრება ნეტა
კნუტი წარამარა?

ვიფიქრე და იცით?
გადავწყვიტე მაშინ,
რომ ჩამესვა კნუტი
სარეცხ მანქანაში.

სუნამოც ჩავასხი
სურნელებისათვის,
ჰო და...კარგად მომხვდა
კატის გულისათვის

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

„ბატის ჭუკი“ზაფხულია, ცხელა, ცხელა, ეტანება წყლის პირს ყველა, წყალს წუთითაც არ შორდება ცუგრუმელა ჩვენი, ლელა. ცურავს,...თხოვნაციყვუნია, ჩამო ხიდან, გამომართვი თხილი, აი, ვაშლიც მოგიტანე, გაისველე პირი. მზესუმზირასაც მოგართმევ, თუგი...* * *რა ლამაზია პეპელა, ნეტავ, ასე რად ხდებაო? უსამართლოა ბუნება, ერთ დღეში რატომ კვდებაო?...ლევანი და აქლემი მასწავლებელი გაკვეთილს უხსნის პატარებს კლასში, მას გასუსული შეჰყურებს ოცდაერთივე ბავშვი. საინტერესოდ უყვე...ჭკვიანს სწავლა უნდაინგლისიდან ჩამოფრინდა ერთ დიდ ტყეში ჩხიკვი, მასპინძლად იქ ეგულება კუდბათქუნა ციყვი. ინგლისურის შესასწავლა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026