kids.ge logo

შემოდგომა

ფავორიტებში დამატება

მზისფერი და ოქროსფერი,
ხვავიანი,ლამაზი,
წელიწადის დროებს შორის
ბრწყინავს ,როგორც ალმასი.
თათარით და ჩურჩხელებით,
მაჭარით და ბადაგით,
ჩირით სავსე აივნებით,
ჭრელა-ჭრულა ფარდაგით.
გოგრებით და ყურძნის მთებით,
წაბლით,კომშით,ხურმებით,
გოგო-ბიჭის კისკისით და
ლამაზი შეხუმრებით ....
ფელამუშში ნიგვზებით და
ჩალა-თივის სურნელით,
ტყის პირებზე ასკილით და
წითელთვალა კუნელით.
შეპარული სიგრილით და
მონაბერი ნივით,
ჯახები სავსე ხვავით,
ვაშლით,მსხლით და ქლივით.
ხის გობიდან იცინიან
ბროწელი, სიმინდი,
მადლირი უნდა ვიყოთ
ბოძებული სიმდიდრის.
ვერ დაგვაკლოს ვერაფერი
ცხომ, მტრულად მოსულმა,
გაძლიერდი საქართველო,
შემოდგომა მოსულა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კატა და თაგუნაგუშინ თაგვი შევნიშნე, სახლის ბოლოს კუთხეში. აქეთ კატა დარბოდა, მსუნაგი და უხეში. შეამჩნია თაგუნა ძველ პურ...ციცქნა გოჭიდედა ღორს დააკლდა გოჭუნა თვლაში, მოქექა ეზო და არ მოხვდა თვალში, მივარდა სხვა გოჭებს,დაუწყო დათვლა, გოჭებ...აქლემიცხელ ქვიშაში მორჩილად მიირწევა აქლემი, არ გეგონოთ ზარმაცი- ტვირთმზიდია ნაქები. შეეგუა უდაბნოს , ებრძვის ქ...ბაჭიკო და სტაფილოს კექსისაახალწლო სამზადისის დატრიალდა სურნელი, სტაფილოს კექსს უნაწილებს კურდღლებს დედა მზრუნველი. აფუსფუსდნენ ბა...თედოს პირველი თოვლიგაოცებით უცქერს თედო, როგორ ცვივა ციდან ფიფქი. მამა თოვლის კაცს აკეთებს, აგერ ბიჭი ციგით მიჰქრის. დღეს პი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026