kids.ge logo

ჩიჩილაკი

ფავორიტებში დამატება

ღებენ თხილის ტოტს და
თლიან, თლიან, თლიან, თლიან....
სახალწლოდ უნდა დადგან
-მიხვდი?
-ჩიჩილაკი ჰქვია!
თხელ ანათალს ვერც დაითვლი:
გაბევრდება ერთი ასად,
მზეს ჰგავს ჩვენი ჩიჩილაკი
გაგვინათებს სხივით სახლსაც.
საშობაოდ მზეც ხომ ასე
მომატებს სხივს და ნათელს?!
თლიან,თლიან, ჩიჩილაკიც
სინათლის ხედ იქცა, ნახე?
გადმოშალა სხივის ღვარი:
ეს მშვიდობის, ეს ბარაქის,
ეს სიკეთის ნიშნად არის.
დღე იზრდება, სხივნათელობს,
ბნელს და ყინვას გადასძალავს,
მალე გაზაფხულიც მოვა,
და დედამზის ვიგრძნობთ ძალას.
მედის და სინათლის ხევ,
მოდი, მოგრთოთ, ჩიჩილაკო!
სიხარული ერქვას მინდა
სამყაროსთვის შენ ტკბილ ნაყოფს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

"წესრიგომიცინი"თუ არ იბან საპნით ხელებს, იწეპებ და იკრობ ბაქტერიებს, ვირუსებს და ათასობით მიკრობს. თუნდაც იყო ბრძენთაბრძ...კესოს ლექსიესო-მესო, გაჩნდა კესო! სხივად შეემატა დღესო, როცა სძინავს _ მთვარესა ჰგავს, როცა ღვიძავს _ დილის მზესო. ქ...მეგობრობაუსათუოდ იპოვის, ვინც მეგობარს ეძებს! კაცი, ჩიტი, ხე, ცხოველი, უმეგობროდ ვერ ძლებს! მაგიდა რომ მაგიდაა, ვი...მუხლუხოს მუხუდოერთი საწყალი კალია დახანხალებდა მშიერი. გზად ნათლიმამა მუხლუხო შემოხვდა, დინჯი იერით. შეატყო, რომ ჩვენს კ...ზოოპარკში- ბეჰემოტო, ამო წყლიდან, მარტო ყოფნა არ მოგწყინდა? მოდი, ვჭამოთ ბატი-ბუტი, გინდა შაქრიანი ბამბა? - ა ბ ა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026