kids.ge logo

ნეტავ მართალი თუა?

ფავორიტებში დამატება

მელანოს დევუკელები
უკვე სკოლაში შესულან!
გუშინ რომ ფაფას ლოკავდა,
ის დევიც შვიდის შესრულდა.
- სკოლაში რას ასწავლიან?
- დევთ ანა-ბანას, ალბათ.
- კიდევ? - ზღაპრებს და არაკებს
და დევგმირების ამბავს.
მუსიკასაც რომ სწავლობენ?!
ვილინო აქვთ ერთი,
ცხრავე დევს სმენა ჰქონია,
არ გასწყრომიათ ღმერთი.
ჰოდა, გამებს რომ უკრავენ,
თურმე ზანზარებს ხევი,
თელასგან გამოუთლიათ
მათი სარგო ხემი.
სი ულაყის კუდისა
ზედვე გაბამთ ძუა,
კონცერტზე მივუწვევივართ,
ნეტავ მარტალი თუა?
მელანოს სიხარულისგან
გული გაუსკდეს ლამის,
ცხრა ფრაკი ჩააგვირისტა,
არ უძინია ღამით.
ცხრავეს დააჭრა ფრჩხილები,
ცხრავეს დაბანა პირი,
საგზლად ჩადო თითო დევს
ას-ასი კვერი ტკბილი.
ბოლოს თავადაც მოიგდო
მხრებზე ნამზითვი ფარჩა
და წაბრაგუნდნენ კონცერტზე,
ხემი კი....სახლში დარჩათ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თოვლივაშა! ვაშა! მოვამზადებთ თოვლის ვახშამს! თოვლის ფქვილი, თოვლის რძე გარეთ მუხლის თავზე დევს. თოვლის ყველი, ...ყველა შიშის ჯინაზესუნს შეიგრძნობს ცხვირი, გრძელიც, მოკლეც, მსხვილიც. ყურებს ესმით ხმა და ბგერა, ახლო - კარგად, შორი - ძნელა...დედათუ გინდა, რომ არასოდეს არ დაბერდეს დედა, გაუღიმე, მიეფერე, როცა დაღლილს ხედავ. დედის გული შენზე ფიქრით, ლ...დიდი ჭიაალხა-მალხა, ჩვენი ჯალღა აწოწილა მაღლა-მაღლა. - ვინ კრეფს? - დიდი ჭია, პირი დაუღია. - ჩამომიგდე, ჭიავ, თეთ...სად ხარ, გეძებ, შემოდგომავ?იქნებ ღრუბლებიდან მოდის წვიმასა და ქართან ერთად? იქნებ, სკოლაშიც კი გვიცდის, კლასში გვემალება, მერხთან? ი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026