kids.ge logo

ნეტავ მართალი თუა?

ფავორიტებში დამატება

მელანოს დევუკელები
უკვე სკოლაში შესულან!
გუშინ რომ ფაფას ლოკავდა,
ის დევიც შვიდის შესრულდა.
- სკოლაში რას ასწავლიან?
- დევთ ანა-ბანას, ალბათ.
- კიდევ? - ზღაპრებს და არაკებს
და დევგმირების ამბავს.
მუსიკასაც რომ სწავლობენ?!
ვილინო აქვთ ერთი,
ცხრავე დევს სმენა ჰქონია,
არ გასწყრომიათ ღმერთი.
ჰოდა, გამებს რომ უკრავენ,
თურმე ზანზარებს ხევი,
თელასგან გამოუთლიათ
მათი სარგო ხემი.
სი ულაყის კუდისა
ზედვე გაბამთ ძუა,
კონცერტზე მივუწვევივართ,
ნეტავ მარტალი თუა?
მელანოს სიხარულისგან
გული გაუსკდეს ლამის,
ცხრა ფრაკი ჩააგვირისტა,
არ უძინია ღამით.
ცხრავეს დააჭრა ფრჩხილები,
ცხრავეს დაბანა პირი,
საგზლად ჩადო თითო დევს
ას-ასი კვერი ტკბილი.
ბოლოს თავადაც მოიგდო
მხრებზე ნამზითვი ფარჩა
და წაბრაგუნდნენ კონცერტზე,
ხემი კი....სახლში დარჩათ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რვაფეხაერთ რვაფეხა დედას გაუცივდა შვილი. ყველას ასე მოუვა, ვინც უწინდოდ ივლის! დედას გული გაუსკდა, მოიტანა წამალ...ორი ჩიტიოთხი ცალი წიწიბურა ორმა ჩიტმა გაყო ძმურად. მერე ნამი დალიეს, ეთამაშნენ კალიებს, იწუწავეს რუში. დედიკო რომ...ექიმიკორდზე დახტის ბაჭია, სულ თეთრები აცვია, ექიმია, იცით ალბათ, აქვს ნემსები, ბინტი, ბამბა, იოდი და წამლის აბ...ბაღის მეგობრებიჩვენ ვართ ბაღის მეგობრები, ერთად ვსწავლობთ, ვთამაშობთ, ვინმემ თუკი მოიწყინა, რას ვაკეთებთ? - გავართობთ! -...ძილისპირულიროცა გინდა, დაიძინო, თუ კი კარი გადარაზე, სანამ თვალებს დახუჭავდე, არ შესკუპდე ქანდარაზე! არც თავლაში შეხ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026