kids.ge logo

დარისა და ავდრისა

ფავორიტებში დამატება

რაც ა−რის, ა−რის,
მო−დი, ერ−თად შევ−სანს−ლოთ ქა−რი!

რაც ა−რის, ა−რის,
და−ვა−ყო−ლოთ ზედ წვი−მის წყა−ლიც!

რაც ა−რის ა−რის,
თუ მო−ვაყ−რით ქა−რა−შოტს მა−რილს,
იქ−ნე−ბა ბევ−რად გემ−რი−ე−ლი და ბევ−რად წყნა−რი.

რაც ი−ყოს, ი−ყოს,
მო−დი, ჩავყ−ლა−პოთ ჭექა-ქუხილიც!
რაც ი−ყოს, ი−ყოს
დაგ−ვა−ნაყ−რებს, რა უნ−და გვი−ყოს?

რაც ი−ყოს, ი−ყოს,
თუ მო−ვაყ−რით ქიშ−მიშს და ნი−გოზს,
იქ−ნე−ბა უფ−რო გემ−რი−ე−ლი,
მე ა−სე ვფიქ−რობ.

მე−რე ავდ−გეთ და
შე−ვახ−რა−მუ−ნოთ მსუ−ქა−ნი ღა−მეც,
უ−მად არ ვარ−გა,
და−ვუბ−რა−წოთ ო−რი−ვე მხა−რე.

რაც ი−ყოს, ი−ყოს,
გი−წი−ლა−დებთ ღა−მის ყიყლი−ყოს,
თქვენ−გან ერ−თერთ−მა კი
მზი−ა−ნი დი−ლა მი−ყი−დოს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბასი-ბუსიჩვენს ქალაქში დაქრის, ჰერი, ავტობუსი გრძელზე გრძელი! ყველა იმ ავტობუსს ელის, დაჰყავს მგზავრი ცოტაც, ბევრი...სკოლაშიყოველ დილით სკოლისაკენ მივდივარ და მიხარია - ჩემი მასწავლებელი და მეგობრები - იქ არიან! ერთად ვსწავლობთ წ...ბაღის მეგობრებიჩვენ ვართ ბაღის მეგობრები, ერთად ვსწავლობთ, ვთამაშობთ, ვინმემ თუკი მოიწყინა, რას ვაკეთებთ? - გავართობთ! -...დედათუ გინდა, რომ არასოდეს არ დაბერდეს დედა, გაუღიმე, მიეფერე, როცა დაღლილს ხედავ. დედის გული შენზე ფიქრით, ლ...ბებოს ლხინი- აბა, ჩემო სანოვაგევ ხვავისა, იქეც სტუმრის და მასპინძლის ხალისად! მადლი უფალს, რომ გვარგუნა ლუკმა, მალე ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026