kids.ge logo

სამყურა

ფავორიტებში დამატება

პატარა სამყურავ, თეთრმაქმანინო,
ამბავი მითხარი მზისა,
ან ცა რომ იძინებს ვარსკვლავთა აკვანში,
მითხარი, რას ხედავს სიზმრად?

ანდა ცისარტყელა რად არის შვიდფერი,
ან წვიმა რას მღერის ჩუმად,
ანდა მომიყევი, თეთრი გვირილები
რატომ მკითხაბენ მუდამ.

ვისთან მიფრინავენ ბაბუაწვერები,
პეპელა რად არის ჭრელი,
რატომ აქვს დედიკოს ყველაზე თბილი და
ყველაზე სათუთი ხელი?

ან მზესუმზირები სულ მზეს რომ უმზერენ,
თვალები არ ეწვით ნეტავ?
ვისთან გაპარა პატარა ბილიკი,
მთებთან თუ ხასხასა ტყესთან?

ამდენი კითხვებით იმიტომ გაწუხებ,
მეც მინდა, გავიგო რაღაც,
მესამე ყური გაქვს, ახალი ამბები
შენ იცი ყველაზე კარგად.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნაძვის ხესთანნახეთ, ნახეთ, ნაძვის ხესთან თოვლის გუნდა როგორ ბუქნავს! -თოვლის გუნდა კი არა და ბაჭიაა, კუდბუთქუნა. ფიფქი...ღრუბლებითამაშობენ ღრუბლები, ონავარი ტყუპები, გორაობენ ცაში, ცაა მათი სახლი. ქუხქუხებენ, ჭექენ და ქვეყანა შეძრეს. ...ყველას თავისი დედიკო უყვარსყველას თავისი დედიკო უყვარს, წიწილას - კრუხი, ბეღურა - ბარტყებს, კნუტს - კატა, კოზაკს - ზანტი აქლემი, დედ...დათვი და ფუტკარიდათვი ხარშავს მურაბას, ვაშლი, მსხალი, უნაბი, კოვზით უზის სუფრასთან პაწაწინა ფუტკარი. -რა ვქნა, თაფლი მომც...თიკანი-არ მოგწყინდა თიკანო ეს ამდენი კიკინი? არაო, თავს აქნევს და თან კიკინებს: კი, კი, კი....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026