kids.ge logo

ყველას თავისი დედიკო უყვარს

ფავორიტებში დამატება

ყველას თავისი დედიკო უყვარს,
წიწილას - კრუხი, ბეღურა - ბარტყებს,
კნუტს - კატა, კოზაკს - ზანტი აქლემი,
დედა არწივზე გიჟდება მართვე.

ბახალებს უყვართ დედიკო ყვავი,
მერე რა მოხდა, თუკი ყრანტალებს,
სამაგიროდ კარგი დედაა,
შვილებს სულ ფრთებისგულზე ატარებს.

ბოჩოლას უყვარს დედიკო ძროხა,
ლეკვებს - მელია, ძაღლი და მგელი,
თან ისე უყვართ, ისე ძალიან,
ხანდახან თვალზე ადგებათ ცრემლი.

ფუმფულა ცხვარი უყვარს ბეკეკას,
თხა - თიკანს, ხოხობს თან დასდევს ლაპი,
ყურში გეტყვით და იმ უსაძაგლეს
დედა ვირთხაზეც გიჟდება ღლაპი.

ბოკვრებს დედიკო ლომები უყვართ,
გოჭებს - მსუქანა დედიკო ღორი,
დიდი ამბავი, თუკი ყოველდღე
დათხუპნულია ტალახში გორვით.

ბაჭიას უყვარს დედა კურდღელი
მის თათზე უდევს ძილის დროს თათი,
სულ ღიპზე ჰკოცნის სიყვარულისგან
ბელს ისე უყვარს დანდალა დათვი.

ყველას თავისი დედიკო უყვარს,
ჩოჩორს ვირი და წრუწუნას თაგვი,
მე ჩემი თბილი დედიკო მიყვარს,
ის არის ქვეყნად ყველაზე კარგი.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ლელა ცუცქირიძის სხვა ლექსები:

დათვი და ფუტკარი
დათვი ხარშავს მურაბას,
ვაშლი, მსხალი, უნაბი,...
დიმ-დაირა
-დამ-დაირა, დალულ-დული,-
დათვის ბელი დავლურს უვლის . ...
ნაძვის ხესთან
ნახეთ, ნახეთ, ნაძვის ხესთან
თოვლის გუნდა როგორ ბუქნავს!...
თიკანი
-არ მოგწყინდა თიკანო
ეს ამდენი კიკინი?...
ეძინება ბუკნაჭოს
ეძინება ბუკნაჭოს,
უკვე თვალებს ხუჭავსო....
„ფუტკარი“
ნახატის ავტორი:
ნიკოლოზ ვარადაშვილი (7)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ლელა ცუცქირიძის ლექსი „ყველას თავისი დედიკო უყვარს“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „ყველას თავისი დედიკო უყვარს“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: შონია:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ ხელოვნება და შემოქმედება

მიეცით ბავშვს საშუალება, გამოხატოს თავისი კრეატიულობა ხატვით, ძერწვით, მუსიკით ან სხვა ხელოვნებით.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ნახატის ავტორი:
ანნა მარია ცვარიანი (9 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე, ლექსები ოჯახის წევრებზე, ლექსები დედაზე და ლექსები შინაურ ცხოველებზე

ინგა ქორდელი
ტყე

ინგა ქორდელი

მდიდარია ტყე
თავის ბინადრებით,...
ნუნუ კერესელიძე
ინდაური

ნუნუ კერესელიძე

ვატყობ ჩემს თავს, განა არა,
ვიფხორები წარამარა....

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე, ლექსები ოჯახის წევრებზე, ლექსები დედაზე და ლექსები შინაურ ცხოველებზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე, ლექსები ოჯახის წევრებზე, ლექსები დედაზე და ლექსები შინაურ ცხოველებზე

მანანა ქურდაძე
მზრუნველი ნუცა

მანანა ქურდაძე

დღეს პირველად მიჰყავთ ნუცა
დილით ადრე სკოლაში,...
მანანა ტონია
ტკბილი - კბილი?

მანანა ტონია

ბელსა კბილი ასტკივდა,
აწყევლინა თავ ბედი,...
ნათია ჯანაშია
კოკლოზინა

ნათია ჯანაშია

აღარმინდა ამდენი
სტაფილო და ჭარხალი,...
ელიზბარ გაბუნია
გულკეთილი

ელიზბარ გაბუნია

- უნდა ავდგე, დედიკო,
რა ვქნა , არ მეძინება;...
გივი ჭიჭინაძე
კურდღელი

გივი ჭიჭინაძე

კურდღელი ვარ ყურცქვიტა,
დავალ სკაპასკუპითა....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026