kids.ge logo

მეხანძრეები

ფავორიტებში დამატება

ა−ბა, ჩარ−თეთ სი−რე−ნა,
მან−ქა−ნე−ბი დას−ძა−რით! -
უღ−რან ტყე−ში მგლის ბუ−ნაგს
გას−ჩე−ნი−ა ხან−ძა−რი.
ამ−ბის შემსწ−რე მთელ ტყე−ში
მხო−ლოდ შა−ვი შაშ−ვი−ა,
შე−უ−ნიშ−ნავს, ა−სან−თით
ლეკ−ვებს უ−თა−მაშ−ნი−ათ.
რე−კავს ჩვე−ნი კო−და−ლა,
გა−ნა ა−რის ე−ნაბ−ლუ?
_ მი−სა−მარ−თი გვას−წავ−ლეთ,
ა−ლო! ა−ლო! - ღე−ლავს ბუ.
კო−და−ლამ თქვა: - ტყის ბე−დი
მე−ხანძ−რე−თა ხელ−ში−ა,
ცე−ცხლი ჩხიკ−ვის ქუ−ჩა−ზე
მე−ცხრე შე−სახ−ვევ−ში−ა.
შიშ−მა გა−და−უ−ა−რა
უ−და−ბურ ტყის ბი−ნა−დართ,
ბე−დად, დრო−ზე მო−ვარ−და
მე−ხანძ−რე−თა ბრი−გა−და.
მი−უშ−ვი−რა წყლის ჭავ−ლი
ცე−ცხლის ე−ნებს მა−ხა−რემ,
ნი−კო−მაც და და−ჩი−მაც
წუ−თით არ და−ა−ხა−ნეს -
შე−ეშ−ვე−ლენ მე−გო−ბარს,
არც რე−ზიმ თქვა უ−ა−რი,
ერთ სა−ათ−ში დას−ცა−ლეს
მთე−ლი რეზერვუ−ა−რი.
_ ტყე თქვენ გა−დაგ−ვირ−ჩი−ნეთ,
ღმერ−თიც ა−გა−შე−ნებ−თო,
ჩვე−ნი დრო−ის გმი−რე−ბო -
მეხანძრე-მაშველებო!
_ ბრძა−ნა ლომ−მა, მგლის ლეკ−ვებს
მი−აშ−ვი−რა თან თა−თი:
_ ა−წი ა−ღა−რა−სო−დეს
ი−თა−მა−შოთ ა−სან−თით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კოწია მამალიოცი დედლის ამალით, ბაღდათური მამალი მობრძანდება კოპწია, განი, განი კოწიას! დეზიანი ბატონი, სხვა მამლების ...სხვანაირი ახალი წელიქარი სტვენს და ფიფქები ზამთრისპირულს მღერიან. მელაკუდა ხელებს შლის: -რანაირი წელია? კუ კვერს უკრავს მელია...ჩიორა-ჩიტი-დედი, რაო, ჩიორა- ჩიტმა, ერთმა ფიორამ? რას სტვენს ჩვენი თხილიდან, ასე ტკბილად დილიდან? -დილა გალობისაო, ...ნაყინიმენაყინე ძიაო, თუ ნაყინი რძეაო, ანუ, რძისგან მზადდება- ასე გამიგიაო, ზამთარში რად გვიშლიან? დედას რისი ში...მარტითებერვლიდან ზანტად მოაბოტებს, თოვლ-ჭყაპს ირევს, ვერ გაიხდი ბოტებს. აიქნია ფუნჯი, ჭინჭყლმა ერთობ, ყოჩივარდ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026