kids.ge logo

ულტიმატუმი

ფავორიტებში დამატება

დაისწავლა ცხრა ლექსი
სკოლისათვის ალექსიმ.
უყვარს ქადა-ნაზუქი,
ცხრა ბატი ჰყავს ნასუქი
და ცხრა გამოცანიდან
ცხრაზევე აქვს პასუხი.
დაურგეს ცხრა მოცხარი,
მოუყვანეს ცხრა ცხვარი,
იქვე ჩრდილში ცხრა სოჭის
დაღრუტუნებს ცხრა გოჭი.
გახდა გაცინარი,
ცხრა ისურვა ციცარი,
ცხრა ფიცი და ცხრა მტკიცი,
უნდა კიდევ ცხრა კვიცი.
ცხრა ნაყინში, ცხრა კევში
და ცხრა კოკაკოლაში
ცხრა კვიცს როგორ გადაცვლის?-
სულ არ წავა სკოლაში!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მარი ზღმარტლითგაღმა სერზე ზღმარტლი მწიფს, ციცქნა მარი ბილიკს წვრილს შეჰყვა, კალათს ბებო ოლღამ მოაყოლა ჭრელი ქოლგა, რადგ...მეხანძრეებიაბა, ჩართეთ სირენა, მანქანები დასძარით! – უღრან ტყეში მგლის ბუნაგს გასჩენია ხანძარი. ამბის შემსწრე მთელ ტ...ეზომზიანი დღე იყო გუშინ, გვაქეზებდა ეზოს ნუში დაბერილი კვირტებით: -მიდით, განიტვირთებით, მოწყენილი ნუ ხართო,...მაისითითქოს არა იყო რა... თითქოს არი, არც არი.. ქალაქს, ისეც სავარდოს, ვარდის დაგავს ხანძარი. ყველაფერი ბრიალე...შიშიბაბუს ოდის სამერცხლეში მერცხლებს უმზერს ალექსი: „ამათ კუდებს დამიხედეთ, - შავ მაკრატლებს, ალესილთ. მწივან...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026