kids.ge logo

ნაყინი

ფავორიტებში დამატება

მენაყინე ძიო,
თუ ნაყინი რძეო,
ნუ, რძისგან მზადდება-
სე გამიგიო,
ზამთარში რად გვიშლიან?
დედას რისი შიში აქვს?
შეხე, გაშლილ იებსო_
გაზაფხულდა, ნაყინი
ყელს არ გამიცივებსო.
ყულაბასაც გავტეხავ,
სულ არ მიღირს ჩირადო,
თუკი ამ ჩვენ ქუჩაზე
ჩამოივლი ხშირადო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026