kids.ge logo

სათაფლიაზე ექსკურსიის შემდეგ

ფავორიტებში დამატება

დი−ნო−ზავ−რის ნაკ−ვა−ლე−ვი
რო−ცა მო−ი−ნა−ხუ−ლა -
მო−ი−მარჯ−ვა ფუნ−ჯე−ბი და
აკ−ვა−რე−ლი ვა−ხუ−ნამ.
ხა−ტავს მწვა−ნე დი−ნო−ზავ−რებს
ჯი−უ−ტად, გა−მე−ხე−ბით,
მუ−ცელს, ხა−ხას, გრძელ კუდს ხა−ტავს,
არ ე−ტე−ვა ფე−ხე−ბი.
ად−გა, დე−დას მი−ა−შუ−რა
(მზე უჭვ−რეტ−და თუ−თი−დან):
-სა−თაფ−ლი−ის დი−ნო−ზავ−რებს,
დე, აკვ−ნებს ვინ უთ−ლი−და?
ტი−ლო−ზე ვერ და−ვა−ტი−ე,
მი−პა−სუ−ხე, დე, უ−ცებ:
მაშ, აკვ−ნებ−ში რით ა−ტევდ−ნენ
უ−ზარ−მა−ზარ ფეხუ−ცებს?
ან არ−ტა−ხებს ვინ უ−ჭერ−დათ,
წვიმ−და, ქრო−და სი−ო და...
იქ−ნებ, თოვლ−ში საბ−რა−ლო−ებს
დიდ ფე−ხებ−ზე სცი−ო−დათ!
დე−და ქო−ჩორს უ−ჩე−ჩავს და
მის „შედევრებს“ ა−ქუ−ჩებს:
-მათთ−ვის ბე−ბო დი−ნო−ზავ−რი
ქსოვ−და დიდ−რონ ფა−ჩუ−ჩებს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ულტიმატუმიდაისწავლა ცხრა ლექსი სკოლისათვის ალექსიმ. უყვარს ქადა-ნაზუქი, ცხრა ბატი ჰყავს ნასუქი და ცხრა გამოცანიდან ...მარი ზღმარტლითგაღმა სერზე ზღმარტლი მწიფს, ციცქნა მარი ბილიკს წვრილს შეჰყვა, კალათს ბებო ოლღამ მოაყოლა ჭრელი ქოლგა, რადგ...ფიფქის სიმღერაციდან მოვალ, ცისმარი, აგიცხადეთ სიზმარი. სანამ ვქარგავ ამ ხედებს, კარში გამოიხედეთ!.. მე ვარ ზამთრის ბალა...მარტითებერვლიდან ზანტად მოაბოტებს, თოვლ-ჭყაპს ირევს, ვერ გაიხდი ბოტებს. აიქნია ფუნჯი, ჭინჭყლმა ერთობ, ყოჩივარდ...ციყვებიხეში წყალი ჩამდგარაო - ციყვი გვიდა ფუღუროს: -ჩიტმა გადგა საძირკველი, მაშ, მე ვიღას ვუყურო? დაალაგა თაროებ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026